რაც არის კოჭის ქვემოთ(სამოსი) არის ცეცხლში

რაც არის კოჭის ქვემოთ(სამოსი) არის ცეცხლში

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რაც არის კოჭის ქვემოთ(სამოსი) არის ცეცხლში».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა მამაკაცები, რომ არ უნდა დაუშვან თავიანთი სამოსის, შარვლის ან ნებისმიერი ტანსაცმლის დაშვება ტერფის ძვლის(კოჭების) ქვემოთ, ვისი ქვედა სამოსიც კოჭის ქვემოთ ჩამოშვებულია, ის ჯოჯოხეთში იქნება, როგორც სასჯელი თავისი ქმედებისთვის.

فوائد الحديث

აკრძალულია მამაკაცებისთვის სამოსის კოჭის ქვემოთ ჩამოშვება, და ეს დიდ ცოდვად ითვლება.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ქვედა სამოსის ჩაშვების აკრძალვიდან გამონაკლისი ის შემთხვევაა, როდესაც ეს აუცილებლობითაა გამოწვეული, მაგალითად, თუ ვინმეს კოჭებზე ჭრილობა აქვს და მას აწუხებს ბუზები, და მას არ აქვს სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ იზარით დაიფაროს».

ეს განაჩენი მხოლოდ მამაკაცებს ეხებათ, რადგან ქალებს ებრძანათ, რომ თავიანთი სამოსი კოჭის ქვემოთ ჩაეშვათ ორი მტკაველით.

التصنيفات

ჩაცმა და მორთულობა