რომელიმე თქვენგანი თუ გადაწყვეტს მსხვერპლის შეწირვას ზუ ალ-ჰიჯჯას მთვარის გამოჩენიდან, მან თმები და ფრჩხილები…

რომელიმე თქვენგანი თუ გადაწყვეტს მსხვერპლის შეწირვას ზუ ალ-ჰიჯჯას მთვარის გამოჩენიდან, მან თმები და ფრჩხილები არ შეიჭრას, სანამ არ დაკლავს შესაწირს

შუამავლის ცოლი მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელიმე თქვენგანი თუ გადაწყვეტს მსხვერპლის შეწირვას ზუ ალ-ჰიჯჯას მთვარის გამოჩენიდან, მან თმები და ფრჩხილები არ შეიჭრას, სანამ არ დაკლავს შესაწირს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა, რომ ვინც (მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე) მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა, მან არ უნდა შეიჭრას თმები არც თავიდან, არც იღლიებიდან, არც ულვაშები დაიმოკლოს და არც სხვა ადგილებიდან, არც ხელის და ფეხის ფრჩხილები შეიჭრას, მას შემდეგ რაც გამოჩნდება ზუ ალ-ჰიჯჯას მთვარე მანან, სანამ არ დაკლავს შესაწირს.

فوائد الحديث

ხოლო ვინც ზუ ალ-ჰიჯჯას

ათი დღის დაწყების შემდეგ (ნიათი გააკეთა) განიზრახა საკლავის შეწირვა,იმან იმ დროიდან შეიკავოს თავი მაღლა ხსენებული ქმედებებისგან მანამ სანამ არ დაკლავს შესაწირს.

თუ ის მსხვერპლშეწირვის პირველივე დღეს არ დაკლავს შესაწირს, მან უნდა შეიკავოს თავი, სანამ არ დაკლავს შესაწირს თაშრიყის დღეებიდან რომელიმე დღეს.

التصنيفات

შესაწირი