მე ვილოცე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, და ის სალამის თქმისას მარჯვენა მხარეს…

მე ვილოცე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, და ის სალამის თქმისას მარჯვენა მხარეს ამბობდა: «ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქათუჰ“, ხოლო მარცხენა მხარეს ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ

ვაილ იბნ ჰუჯრიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «მე ვილოცე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, და ის სალამის თქმისას მარჯვენა მხარეს ამბობდა: «ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქათუჰ“, ხოლო მარცხენა მხარეს ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ».

[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა აბუ დაუდმა]

الشرح

როცა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის დასრულებას აპირებდა, ის სალამს შემდეგნაირად აძლევდა: მარჯვენა მხარეს სახის მიბრუნებით ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ“, შემდეგ მარცხენა მხარეს სახის მიბრუნებით ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ“.

فوائد الحديث

ლოცვაში ორჯერ სალამის თქმა შარიათით დადგენილია და ის ლოცვის ერთ-ერთი საფუძველთაგანია.

სასურველია, ზოგჯერ სალამის დროს დამატებით ითქვას „ვა ბარაქაათუჰ“, რადგან ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამას ყოველთვის არ იმეორებდა.

ლოცვის დროს ორივე სალამის წარმოთქმა სავალდებულო ფუძეა, ხოლო მათი წარმოთქმის დროს სახის მიბრუნება (მარჯვენა და მარცხენა მხარეს) სასურველია.

სასურველია, რომ სიტყვები „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ“ წარმოთქმულ იქნას სახის მიბრუნების დროს და არა მანამდე ან მის შემდეგ.

التصنيفات

ლოცვის ფორმა