მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ოთხ რაქათს ზუჰრის (შუადღის) ფარძის წინ და ორ რაქათს…

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ოთხ რაქათს ზუჰრის (შუადღის) ფარძის წინ და ორ რაქათს ფაჯრის (დილის) ფარძის წინ

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ოთხ რაქათს ზუჰრის (შუადღის) ფარძის წინ და ორ რაქათს ფაჯრის (დილის) ფარძის წინ».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]

الشرح

აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვაუწყებს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ასრულებდა ნებაყოფლობით ლოცვებს თავის სახლში და არასდროს ტოვებდა მათ: ზუჰრის (შუადღის) ლოცვამდე ოთხ რაქათს (ორი სალამით) და ფაჯრის (დილის) ლოცვამდე ორ რაქათს.

فوائد الحديث

სასურველია ზუჰრის (შუადღის) ლოცვამდე ოთხი რაქათის და ფაჯრის (დილის) ლოცვამდე ორი რაქათის შესრულება და მათი მუდმივად დაცვა.

უკეთესია, რომ დადგენილი სუნნათის ლოცვები სახლში შესრულდეს, და სწორედ ამიტომ აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მათ შესახებ გვაუწყებს.

التصنيفات

სუნნათები და მისი დადგენილებები