إعدادات العرض
ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე…
ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە සිංහල தமிழ் ไทย دری Кыргызча or Kinyarwanda नेपाली Română Lietuvių Malagasy ಕನ್ನಡ Oromoo Nederlands Soomaali Српски Українська Wolof Moore Azərbaycan Magyar Македонскиالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰს თავისი სიდიადისა და დიდებულების შესაფერისად, ახასიათებს ეჭვიანობა, განრისხება, და შეზიზღება, როგორც მორწმუნე ადამიანს ახასიათებს ეჭვიანობა, განრისხება და შეზიზღება. ალლაჰის ეჭვიანობის მიზეზი არის ის, რომ მორწმუნე ჩადის უმსგავსო ქმედებებს, რომელთა ჩადენაც ალლაჰმა აუკრძალა, მაგალითად: მრუშობა, მამათმავლობა, ქურდობა, ალკოჰოლური სასმელების მიღება და სხვა მსგავსი უწმინდურობები.فوائد الحديث
ალლაჰის სიბრაზისა და სასჯელისგან სიფრთხილე, როცა მისი აკრძალვები ირღვევა.
التصنيفات
თავჰიდი ასმა ვა სიფათ