განა გეძლევათ გამარჯვება და საზრდო გარდა თქვენი სუსტების გამო?

განა გეძლევათ გამარჯვება და საზრდო გარდა თქვენი სუსტების გამო?

გადმოცემულია მუს'აბ იბნ სა'დისგან, რომ მან თქვა:« სა'ადი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ფიქრობდა, რომ მას უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა მასზე სუსტებთან შედარებით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი თქვა: «განა გეძლევათ გამარჯვება და საზრდო გარდა თქვენი სუსტების გამო?»

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ - გადმოსცა ალ-თირმიზიმ - გადმოსცა აბუ დაუდმა - გადმოსცა აჰმადმა]

الشرح

ს'ად იბნ აბუ ვაყყასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იფიქრა, რომ ის იფრო უკეთესი იყო მასზე დაბლა მყოფ სუსტებთან შედარებით, მისი სიმამაცის და სხვა მიზეზების გამო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი თქვა: ნუთუ თქვენს შორის მყოფი სუსტების გამო არ მოგდით შეწევნა და სარჩო, მათი ვედრების, ლოცვის და გულწრფელობის გამო; ძირითადად ისინი უფრო წრფელნი არიან ვედრებაში, და ლოცვის დროს უფრო გულმოდგინედ ლოცულობენ, რადგან მათი გულები თავისუფალია და არ არის მიჯაჭვული ამქვეყნიურ ფუფუნებაზე.

فوائد الحديث

მოწოდება თავმდაბლობისკენ და სხვების მიმართ ამპარტავნებაზე უარის თქმისკენ.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ძლიერი თუ გამორჩეულია მისი სიმამაცის გამო, სუსტი გამორჩეულია მისი ვედრების და ლოცვის გამო».

მოწოდება სიკეთისკენ გაჭირვებულების მიმართ და მათი უფლებების მიცემისკენ, რადგან ეს არის ალლაჰის წყალობის და შეწევნის მიზეზთაგანი შენს მიმართ.

التصنيفات

კეთილშობილი ხალხის მდგომარეობები