ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის…

ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის სახელით ფიცს დადებს, ალლაჰი აუცილებლად აღასრულებს მის ფიცს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის სახელით ფიცს დადებს, ალლაჰი აუცილებლად აღასრულებს მის ფიცს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო, რომ ადამიანთაგან არიან თმაგაწეწილი (დაუვარცხნელი) და თმამტვერიანი (დაუბანელი) ადამიანები, არ წესრიგდებიან და არ იბანენ ხშირ-ხშირად, მათ ადამიანთა წინაშე არავითარი ფასი არ აქვთ, მათ კარებიდან უკან გააბრუნებენ ხოლმე, და აგდებენ მათგან მათი დამცირების მიზნით; მაგრამ მან რომ დაიფიცოს რამეზე, ალლაჰი შეისმენს მის ფიცს და მოახდენს იმას, რაც დაიფიცა მისი პატივისცემით და მის თხოვნაზე საპასუხოდ, და მისი ფიცის დარღვევისგან მის დასაცავად, ეს ხდება მისი კეთილშობლურობით/მადლით და ალლაჰის წინაშე მისი ადგილის გამო.

فوائد الحديث

ალლაჰი არ უყურებს მონა-მსახურის გარეგნობას, არამედ ის უყურებს გულებს და საქმეებს.

ადამიანმა უფრო მეტი ყურადღება თავის ქმედებებს და გულის სისუფთავეს უნდა მიაქციოს, ვიდრე თავის სხეულს და ჩასაცმელს.

ალლაჰის წინაშე თავმდაბლობა და მის მიმართ ქედის მოხრა არის ვედრების შესმენის მიზეზი; უზენაესი ალლაჰი ღვთისმოშიში და თავმდაბალი ადამიანების ფიცს შეისმენს.

შუამავლური აღზრდის განმარტება ადამიანების მიმართ; რათა მათ ერთმანეთი არ დაამცირონ.

التصنيفات

კეთილი საქმეების ღირებულებები