إعدادات العرض
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას…
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას იჩენდა, როგორსაც სხვა დროს არ იჩენდა
გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას იჩენდა, როგორსაც სხვა დროს არ იჩენდა».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල Nederlands Tiếng Việt অসমীয়া ગુજરાતી አማርኛ پښتو ไทย മലയാളം नेपाली Magyar తెలుగుالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც რამადანის ბოლო ათი დღე დგებოდა, განსაკუთრებული გულმოდგინებით ეწეოდა თაყვანისცემასა და მორჩილებას, ის მეტი ძალისხმევით ასრულებდა კეთილ საქმეებსა და თაყვანისცემის სხვადასხვა ფორმას, ვიდრე სხვა დღეებში. ეს გამოწვეული იყო ამ ღამეების უდიდესი მნიშვნელობითა და ღირსებით, ასევე ყადირის ღამის ძიების სურვილით.فوائد الحديث
წახალისება კეთილი საქმეებისა და მორჩილების მრავალფეროვანი ფორმების გაძლიერებაზე რამადანის თვეში ზოგადად, და განსაკუთრებით მისი ბოლო ათი დღის განმავლობაში.
რამადანის ბოლო ათი დღე იწყება ოცდამეერთე ღამიდან და გრძელდება თვის ბოლომდე.
სასურველია მადლიანი დროის გამოყენება მორჩილებასა და კეთილ საქმეებში.
التصنيفات
რამადანის ბოლო ათი დღე