إعدادات العرض
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი…
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი
მუ'აზისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი, ყოველი ორმოცი ძროხიდან კი ორი წლის მოზარდი, ყოველი ზრდასრულისგან -ანუ მოწიფული- ერთი დინარი ან მისი საფასური სამოსი, იემენში გავრცელებული სამოსისაგან.
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Русский हिन्दी 中文 Bahasa Indonesia اردو Kurdî Português دری Македонски Tiếng Việt Magyar বাংলাالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგწავნა მუ'აზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს მისით კამაყოფილი) იემენში, რათა მოეწოდებინა და ესწავლებინა მათთვის, ერთ-ერთი რაც მას უბრძანა იყო, რომ მას მუსლიმებისგან აეღო ზაქათი, ყოველ ოცდაათ ძროხაზე უნდა აეღო ერთი წლის დედალი ან ერთი წლის მამალი ხბო; ყოველ ორმოც სულზე კი - ორი წლის მოზარდი. და რომ აეღო ჯიზია (გადასახადი) წიგნბოძებული ხალხიდან იუდეველების და ქრისტიანებისაგან, ყოველი ზრდასრული მამაკაციდან ერთი დინარი, ან მისი საფასური იემენური ტანისამოსი, რომელსაც "მა'ააფირი" ეწოდებოდა.فوائد الحديث
ჯიზიას აღება მხოლოდ მოწიფულობის ასაკს მიღწეული მამაკაციდან ხდება; ხოლო განმსაზღვრელი ვისგანაც ჯიზია არ აიღება არის ის, ვისი მოკვლაც არ შეიძლება თუ ტყვედ ჩავარდა: ბავშვები, ქალები და სხვები.
ჯიზიას განსაზღვრა ხდება იმამის მოკვლევის საფუძველზე, ის ადგილის, დროის, სიმდიდრის და სიღარიბის ცვლილებასთან ერთად იცვლება, ამის არგუმენტი არის, რომ თვით მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაზღვრა იგი იემენელი ხალხისათვის, და უთხრა მუ'აზს: "ყოველი ზრდასრულისგან ერთი დინარი", როდესაც უმარის (ალლაჰი იყოს მისით კამაყოფილი) განსაზღვრით გაიზარდა ჯიზიას გადასახადი შამის მაცხოვრებელთათვის.
ზაქათის შეგროვებაზე ზრუნვა და მისი მოსაგროვებლად პირის დანიშვნა მმართველის მოვალეობას მიეკუთვნება.
ათ-თაბი'ა: არის ერთი წლის ხბო, რომელსაც ერთი წელი შეუსრულდა და მეორეში ჩადგა, მას თაბი'ა იმიტომ ეწოდება, რომ ჯერ კიდევ დედას მისდევს.
დინარი: ოქროს ფული. ისლამური დინარი: მისი წონა შეადგენს ოთხი მთელ ოცდახუთ გრამ ოქროს (4,25გ).
التصنيفات
პირუტყვებზე ზაქათი