თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები

თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მამაკაცს ურჩია, რომ ჩაეცვა თეთრი ფერის ტანისამოსი და ასევე მიცვალებულები შეეხვიათ თეთრ სუდარაში, რადგან თეთრი არის საუკეთესო ტანსაცმელი.

فوائد الحديث

სასურველია თეთრი ტანისამოსის ჩაცმა, ასევე სხვა ფერის ტანსაცმლის ჩაცმაც ნებადართულია.

მიცვალებულების თეთრ სუდარაში გახვევა სასურველია.

აშ-შავქანმა თქვა: «ეს ჰადისი მიუთითებს თეთრი ტანსაცმლის ჩაცმის და მიცვალებულების თეთრ სუდარაში გახვევის შარიათით კანონიერებაზე; რადგან ის უფრო სუფთა და ლამაზია სხვებთან შედარებით, რაც შეეხება სილამაზეს ეს მისი გარეგნული მდგომარეობაა, ხოლო რაც შეეხება მის სისუფთავეს ეს იმიტომ, რომ მცირე ჭუჭყიც, რომ მოხვდეს მასზე მაშინვე ემჩნევა ზედ».

التصنيفات

ტანისამოსის ეთიკა