მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია

მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია».

[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, ყველა სასმელი ან საჭმელი, რომელიც გამოიწვევს გონების დაბინდვას (თრობას), მისი ბევრი ან ცოტა მიღება ორივე აკრძალულია, თუნდაც მან არ გამოიწვიოს თრობა.

فوائد الحديث

შარიათი იცავს ადამიანების გონებას.

აკრძალულისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვის პრინციპის სისწორე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ჩაიკეტოს ყველა(მიზეზი) , რაც იმ სიბინძურეებამდე მიიყვანს.

აკრძალულია თუნდაც მცირედი რაოდენობის მათრობელი ნივთიერება, რადგან ის წარმოადგენს სიმთვრალის მიზეზს.

რაც არ ათრობს არც ცოტა და არც ბევრი, ის არ არის აკრძალული.

التصنيفات

აკრძალული სასმელები