إعدادات العرض
ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან
ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან
საჰლ ბინ სა‘დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მან თქვა: «ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან რადგან მათი მაგალითი ჰგავს ხალხს, რომლებმაც ბანაკი გააჩერეს ველის შუაგულში: ერთმა მოიტანა ერთი ტოტი, მეორემ – მეორე ტოტი, სანამ საკმარისი არ შეგროვდა, რომ ცეცხლი დაენთოთ და პური გამოეცხოთ. უეჭველად, როდესაც ადამიანს მცირე ცოდვების გამო ასამართლებენ, ისინი(ცოდვები) მას დაღუპავენ».
الترجمة
العربية Tiếng Việt অসমীয়া Nederlands Bahasa Indonesia Kiswahili አማርኛ Hausa සිංහල ไทย English ગુજરાતી Magyarالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უმნიშვნელო ცოდვების მიმართ უყურადღებობისა და მათი მრავალჯერადი ჩადენის შესახებ, რადგან, როდესაც ისინი დაგროვდება, შესაძლოა ადამიანი დაღუპოს. ამასთან დაკავშირებით, მან მოიყვანა განმარტებითი მაგალითი: მან შეადარა ის, ვინც ჩადის მცირე ცოდვებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც დაბანაკდნენ ხეობაში და თითოეულმა მათგანმა მოიტანა პატარა ტოტი, რის შედეგადაც მათ დაანთეს ცეცხლი და გამოაცხვეს პური იმ შეშაზე, რაც მათ შეაგროვეს. ამგვარად, უმნიშვნელო ცოდვები, თუ მათ გამო ადამიანი დაისჯება, არ მოინანიებს მათ და ალლაჰი არ აპატიებს, მას დაღუპავენ.فوائد الحديث
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზა მაგალითების მოყვანაში მდგომარეობდა გაგების გამარტივებასა და ახსნის გასაგებად გადმოცემაში.
გაფრთხილება უმნიშვნელოდ მიჩნეული მცირე ცოდვებისგან და მოწოდება მათი სასწრაფო გამოსყიდვისკენ.
უმნიშვნელოდ მიჩნეულ ცოდვებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: ადამიანი ჩადის ცოდვებს, ფიქრობს, რომ ისინი მცირენი არიან, მაშინ როცა ალლაჰთან ისინი დიდ ცოდვებად მიიჩნევა. ადამიანი ჩადის მცირე ცოდვებს, მათ არ აქცევს ყურადღებას და არ ინანიებს, ამიტომ ეს მცირე ცოდვები გროვდება და საბოლოოდ ანადგურებს მას, ადამიანი ჩადის მცირე ცოდვებს და არ ფრთხილობს მათგან, რის გამოც ის შეიძლება ჩავარდეს დიდ დამღუპველ ცოდვებში.
التصنيفات
ცოდვის დაგმობა