إعدادات العرض
არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით
არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით
აბდულლაჰ იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სამუდის ხალხის საცხოვრებლებთან ჩავიარეთ, და ჩვენ გვითხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით; ფრთხილად იყავით, ის არ დაგატყდეთ თავს, რაც მათ დაატყდათ», შემდეგ შემოსძახა და გააჭენა აქლემი, სანამ უკან არ მოიტოვა ის ადგილები.
الترجمة
العربية Tiếng Việt Bahasa Indonesia Nederlands Kiswahili English অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ჩაიარა სამუდის ხალხის საცხოვრებლებთან აკრძალა მათ საცხოვრებლებში შესვლა ან კიდევ მათ სიახლოვეს მისვლა, ვისაც დაადყდათ სასჯელი, რომლებმაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ, გარდა იმისა რომ იქ შემსვლელი ტიროდეს და მათ თავზე დამტყდარისგან იღებდეს მაგალითს; და ეშინოდეს იმის, რომ მასაც მსგავსი რამ არ დაატყდეს, როგორც იმათ დაატყდათ, შემდეგ შემოსძახა აქლემს და გააჭენა, სანამ არ გაეცალა და უკან არ მოიტოვა ის ადგილები.فوائد الحديث
იმათ მდგომარეობაზე დაფიქრება, ვინც გაანადგურა უზენაესმა ალლაჰმა, და გაფრთხილება იმ ქმედებებისგან, რასაც ისინი სჩადიოდნენ, და გაფრთხილება ალლაჰის სასწაულების მიმართ უგულისყურობისგან.
იქ დასჯილი ადამიანების საცხოვრებლებში მათ შემდეგ არავის უცხოვრია, და ის არავის სამშობლო აღარ ყოფილა; რადგან იქ მუდმივად მაცხოვრებელი შეუძლებელია სულ მომტირალი იყოს, რადგან იმ საცხოვრებლებში შესვლა მხოლოდ ამ პირობით არის დაშვებული.
ან-ნავავიმ თქვა: «ეს ჰადისი მიუთითებს ყურადღების და სიფრთხილის მნიშვნელობაზე უსამართლო ხალხის საცხოვრებელი ადგილებისა და დასჯის ადგილებზე გავლისას. იგივე ეხება მუჰასსირის ველზე ნაბიჯის აჩქარებას, სადაც განადგურდნენ სპილოს ჯარის ადამიანები. ვინც ასეთ ადგილებს გაივლის, უნდა იყოს ფხიზლად, განიცადოს შიში, ტიროდეს, დასკვნები გამოიტანოს მათი ბედიდან და შეევედროს ალლაჰს, რომ დაიცვას ის მსგავსი ბედისგან».
აკრძალვა და გაფრთხილება ვრცელდება სამუდის ხალხის საცხოვრებელ ადგილებზე და ყველა სხვა მსგავს ხალხზე, ვინც ალლაჰის სასჯელს დაექვემდებარა.
აკრძალულია ამ ადგილებისა და ტერიტორიების გამოყენება ტურიზმის, გასეირნების ან მსგავსი მიზნებისთვის.
التصنيفات
მგზავრობის გადგენილება და ეთიკა