إعدادات العرض
ჭეშმარიტად, მორწმუნეს სამოთხეში ექნება კარავი ფუღუროიანი მარგალიტისგან. მისი სიგრძე იქნება სამოცი მილი. იქ…
ჭეშმარიტად, მორწმუნეს სამოთხეში ექნება კარავი ფუღუროიანი მარგალიტისგან. მისი სიგრძე იქნება სამოცი მილი. იქ მორწმუნეს ეყოლება ცოლები, რომლებსაც ისე შემოივლის რომ ისინი ერთმანეთის ხილვას ვერ შეძლებენ
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, მორწმუნეს სამოთხეში ექნება კარავი ფუღუროიანი მარგალიტისგან. მისი სიგრძე იქნება სამოცი მილი. იქ მორწმუნეს ეყოლება ცოლები, რომლებსაც ისე შემოივლის რომ ისინი ერთმანეთის ხილვას ვერ შეძლებენ».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Kurdî Português සිංහල Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം Română ไทย Magyarالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო სამოთხეში არსებული ზოგიერთი წყალობის შესახებ. თქვა რომ მორწმუნეს სამოთხეში ექნება საკუთარი უზარმაზარი კარავი, უდიდესი მოცულობით, რომელიც იქნება გულ გამოცლილი უზარმაზარი მარგალიტისგან, მისი სიგანე და სიმაღლე სამოცი მილია, კარავის ყველა ოთხივე მხარეში, ყველა ოთხივე კუთხეში ცოლები ეყოლება, ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ, მორწმუნე ყველა მათგანთან ურთიერთობისთვის შემოივლის.فوائد الحديث
სამოთხის მკვიდრთა უდიდესი წყალობის განმარტება.
კარგი საქმისკენ წახალისება, იმის განმარტებით თუ რა წყალობები აქვს ალლაჰს მათთვის გამზადებული.
التصنيفات
სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერილობები