ჭეშმარიტად, არავის ეკადრება ცეცხლით დასჯა, გარდა ცეცხლის ღმერთისა

ჭეშმარიტად, არავის ეკადრება ცეცხლით დასჯა, გარდა ცეცხლის ღმერთისა

იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ჩვენ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მოგზაურობაში ვიყავით. ის თავისი საჭიროებისთვის წავიდა, ხოლო ჩვენ შევნიშნეთ პატარა ფრინველი, რომელსაც ორი ბარტყი ჰყავდა. ჩვენ ბარტყები ავიღეთ, და როდესაც ფრინველი დაბრუნდა, მან ფრთები გაშალა (შეშფოთდა), შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაბრუნდა და იკითხა: «ვინ დააშორა ეს ფრინველი თავის შვილებს?» შემდეგ ბრძანა: «დააბრუნეთ მისი შვილები მასთან», შემდეგ მან დაინახა ჭიანჭველების ბუდე, რომელსაც ჩვენ ცეცხლი წავუკიდეთ, და იკითხა: «ვინ დაწვა ეს?» ვუპასუხეთ: ჩვენ. მან თქვა: «ჭეშმარიტად, არავის ეკადრება ცეცხლით დასჯა, გარდა ცეცხლის ღმერთისა».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა]

الشرح

აბდულლაჰ იბნ მას'უდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ისინი ალლაჰის შუამავალთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. შუამავალი თავისი საჭიროებისთვის წავიდა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაინახეს პატარა ფრინველი თავისი ორი ბარტყით და მათ ისინი აიყვანეს, ფრინველი ფრთებს შლიდა და შიშით ფართხალებდა თავისი ბარტყების დაკარგვის გამო, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაბრუნდა და თქვა: ვინ ააცალა ამ ფრინველს თავისი ბარტყები და დაანაღვლიანა იგი? შემდეგ მან უბრძანა, რომ ბარტყები დედასთან დაებრუნებინათ. შემდეგ მან დაინახა ჭიანჭველების ბუდე, რომელიც ცეცხლით იყო დამწვარი, და ჰკითხა: ვინ დაწვა ეს? მისმა ზოგმა საჰაბამ უპასუხეს: ჩვენ. მან უთხრა მათ: ცეცხლით ცოცხალი არსებების დასჯა არავის შეუძლია, გარდა ალლაჰისა, მისი შემქმნელისა.

فوائد الحديث

საჭიროების მოხდის დროს დაფარვისა და განმარტოების კანონიერება.

აკრძალულია ცხოველების წამება მათი შვილების წართმევით.

აკრძალულია ჭიანჭველებისა და მწერების დაწვა ცეცხლით.

წახალისებულია ცხოველების მიმართ სიკეთე და მოწყალება, და ამ საკითხში ისლამი მოწინავეა.

ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწყალება ცხოველების მიმართ.

ცეცხლით დასჯა მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილის განსაკუთრებული უფლებაა.

التصنيفات

საღვთო ომის ეთიკა, ცხოველთა უფლებები ისლამში