إعدادات العرض
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი…
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით)
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით), თუ შიშობს რომ შემოათენდება, მაშინ ბოლო ერთი რაქათი ვითრით დაასრულოს». ასევე ის ამბობდა: «(ღამით) თქვენი უკანასკნელი ლოცვა ვითრი იყოს», შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე ბრძანა.
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو हिन्दी 中文 Tiếng Việt ئۇيغۇرچە Kurdî Português دری Македонски Magyar ไทย অসমীয়া Hausa Nederlands ਪੰਜਾਬੀ Kiswahili ગુજરાતીالشرح
ერთი პიროვნება შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეკითხა მაშინ, როცა ის მინბარზე იყო და ქადაგებდა: ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ ვილოცოთ ღამის ლოცვა (თაჰაჯჯუდი)? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ილოცე და ყოველ ორ რაქათზე მიესალმე, თუ შიშობ რომ შემოგათენდება, მაშინ ილოცე ერთი რაქათი და ეს შენი ვითრი იქნება იმის, რაც მანამდე ილოცე, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ურჩევდა, რომ ღამეში ბოლო ლოცვა ვითრი ყოფილიყო.فوائد الحديث
დადგენილია, რომ ღამის ლოცვაში ყოველ ორ მუხლზე მოხდეს სალამის მიცემა, გარდა ვითრისა.
ღამის ლოცვა არ არის განსაზღვრული რამდენი რაქათია; ჰადისი ზოგადია.
იმამ ან-ნავავიმ თქვა: «ღამის და დღის ლოცვები (ნებაყოფილობითი ლოცვები) ორ-ორი რაქათია, ეს ჰადისი მიუთითებს საუკეთესოს განმარტებაზე, რომ ყოველ ორ მუხლზე მოხდეს სალამის მიცემა, სულერთია დღისით თუ ღამით სალოცავი ნებაყოფილობითი ლოცვები იქნება, სალამის მიცემა ორ რაქათზე სასურველია ».
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში არის არგუმენტი იმაზე, რომ ღამით ყველაზე ბოლოს ვითრის ლოცვა სუნნაა, მისი დრო მთავრდება მზის ამოსვლასთან ერთად, ცნობილია ჩვენს მაზჰაბში, და ეს არის უმრავლესობა სწავლულთა აზრი».
التصنيفات
შუა ღამის ლოცვა