إعدادات العرض
ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია
ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია
გადმოცემულია საჰლ იბნ სა'დ ალ-საა'იდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია. სამოთხეში ერთი ადგილიც კი, რომელიც ტოლია რომელიმე თქვენთაგანის ჯოხის სიგრძისა, სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია. დილა ან საღამო, რომელიც მონამ ალლაჰის გზაზე გაატარა — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Português മലയാളം Kurdî Tiếng Việt Nederlands Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Românăالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ერთი დღით რიბატი/გუშაგობა მუსლიმებსა და ურწმუნოებს შორის, მუსლიმების დასაცავად, მხოლოდ ალლაჰის გულისთვის, ამ ქვეყანასა და ყველაფერს, რაც მასშია, სჯობს. სამოთხეში ადგილიც კი, რომელიც ტოლფასია მათრახის სიგრძისა, რომელიც იხმარება ალლაჰის გზაზე ჯიჰადის დროს, ამ ქვეყანასა და მასში არსებულ ყველა საგანს სჯობს. ჯილდო და საზღაური ერთი დილისთვის, რომელიც ალლაჰის გზაზე გაატარა ადამიანმა — დილის დაწყებიდან შუადღემდე — ან ერთი საღამოსთვის, შუადღის შემდეგ ღამემდე, ამ ქვეყანასა და ყველაფერს, რაც მასშია, სჯობს.فوائد الحديث
რიბატის — ანუ ალლაჰის გზაზე მორიგეობრივი დარაჯობის — ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშროებასთან არის დაკავშირებული და მიზნად ისახავს ალლაჰის სიტყვების ამაღლებას და მისი რელიგიის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ერთი დღის რიბატის საზღაური ამ ქვეყანასა და ყველაფერს, რაც მასშია, სჯობს.
ამქვეყნის სიმცირე იმქვეყანასთან შედარებით; რადგან მათრახის ტოლა ადგილი სამოთხეში უფრო უკეთესია, ვიდრე მთელი ქვეყანა და მასზედ არსებული.
ალლაჰის გზაზე ჯიჰადის სიკეთე და მისი უდიდესი მადლიანობა; რადგან დილით და საღამოს ერთი მოძრაობის მადლი უფრო უკეთესია, ვიდრე მთელი ქვეყანა და მასზედ არსებული.
სიტყვები: ''ალლაჰის გზაზე'' ამაში არის მითითება გულწრფელობის მნიშვნელობაზე, რადგან მადლი მასზეა დამოკიდებული.