თქვენამდე მცხოვრებ ხალხთაგან ერთ მეფეს ჰყავდა ჯადოქარი

თქვენამდე მცხოვრებ ხალხთაგან ერთ მეფეს ჰყავდა ჯადოქარი

სუჰაიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენამდე მცხოვრებ ხალხთაგან ერთ მეფეს ჰყავდა ჯადოქარი, როდესაც დაბერდა, მან მეფეს უთხრა: ‘მე დავბერდი, გამომიგზავნე ერთი ბიჭი, რომელსაც ჯადოქრობას ვასწავლი.’ მეფემ მას ბიჭი გაუგზავნა სასწავლებლად, ბიჭი გზაზე მონაზონს ხვდებოდა, ჯდებოდა მის გვერდით და უსმენდა მის საუბარს, რომელიც მოსწონდა. როდესაც ჯადოქართან მიდიოდა, გზად მონაზონთან ჩერდებოდა, როცა ჯადოქართან აგვიანდებოდა, ის მას სჯიდა, ბიჭმა ამ მონაზონს უთხრა ეს. მან უთხრა: "თუ ჯადოქრის შეგეშინდება, უთხარი: ოჯახმა დამაყოვნა, ხოლო თუ ოჯახი დაგსჯის, უთხარი: ჯადოქარმა დამაყოვნა". ერთ დღეს გზაზე დიდი მხეცი დახვდა, რომელმაც ხალხს გზა გადაუკეტა. ბიჭმა თქვა: "დღეს გავიგებ, ჯადოქარი უკეთესია თუ მონაზონი", მან აიღო ქვა და თქვა: "ო ალლაჰ, თუ მონაზონის საქმე შენთვის უფრო მოსაწონია, ვიდრე ჯადოქრის საქმე, მაშინ ეს მხეცი ამ ქვით მოკალი, რათა ხალხმა გზა გააგრძელოს". ბიჭმა ქვა ესროლა, მხეცი მოკლა და ხალხმა გზა გააგრძელა, ბიჭი მონაზონთან მივიდა და ეს ამბავი მოუყვა; მონაზონმა უთხრა: "შვილო, დღეს შენ ჩემზე უკეთესი ხარ, შენ ისეთ მდგომარეობას მიაღწიე, რასაც მე ვერ შევძელი. იცოდე, მალე გამოიცდები, და თუ შეგამოწმებენ, არ გამამხილო". ბიჭი ბრმებს, კეთროვანებს და სხვადასხვა სნეულ ადამიანებს კურნავდა, ერთ დღეს მეფის კარზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ბრმა იყო, მასთან მრავალი ძღვენით მივიდა და უთხრა: "ეს ყველაფერი შენია, თუ მხედველობას დამიბრუნებ", ბიჭმა უპასუხა: "მე არავის ვკურნავ, მხოლოდ ალლაჰია, რომელიც კურნავს. თუ ალლაჰს ირწმუნებ, მას შევევედრები და ალლაჰი გაგკურნავს". მამაკაცმა ალლაჰის ირწმუნა და ალლაჰმა მას მხედველობა დაუბრუნა, შემდეგ მეფესთან დაბრუნდა და თავის ადგილზე დაჯდა, როგორც ჩვევად ჰქონდა. მეფემ ჰკითხა: "ვინ დაგიბრუნა მხედველობა?" მან უპასუხა: "ჩემმა ღმერთმა", მეფემ ჰკითხა: "შენ სხვა ღმერთი გყავს ჩემს გარდა?" მან უპასუხა: "ჩემი და შენი ღმერთი ალლაჰია, მეფემ იგი დააპატიმრა და არ შეწყვიტა მისი წამება, სანამ ბიჭის ვინაობა არ გაამხილა, ბიჭი მეფეს მიჰგვარეს". მეფემ მას უთხრა: "შვილო, შენს ჯადოქრობას უკვე იმდენი შეუძლია, რომ ბრმებსა და კეთროვანებს კურნავს", ბიჭმა უპასუხა: "მე არავის ვკურნავ, მხოლოდ ალლაჰია რომელიც კურნავს". მეფემ მისი წამება დაიწყო, სანამ მონაზონის ადგილსამყოფელი არ გაამხილა, მონაზონიც მოიყვანეს და მეფემ უთხრა: "უარყავი შენი რწმენა", მან უარი თქვა. მეფემ ხერხი მოატანინა, მის თავზე დაადო და შუაზე გაჭრა. შემდეგ მეფის მხლებელიც მოიყვანეს და მასაც იგივე ბედი ეწია. ბიჭიც მოიყვანეს და უთხრეს: "უარყავი შენი რწმენა!" მან უარი თქვა. მეფემ თავის მსახურებს უბრძანა: "აიყვანეთ იგი ამა და ამ მთაზე, როცა მწვერვალზე ახვალთ, თუ თავის რწმენას უარყოფს, გაუშვით. თუ არა, გადმოაგდეთ". მათ ბიჭი მთაზე აიყვანეს. მან თქვა: "ო ალლაჰ, როგორც შენ გსურს, ისე დამიცავი მათგან", მთა შეირყა, ყველა მათგანი დაიღუპა, ხოლო ბიჭი მეფესთან დაბრუნდა ფეხით, მეფემ ჰკითხა: "რა დაემართათ შენს მხლებლებს?" მან უპასუხა: "ალლაჰმა მათგან დამიცვა", მეფემ ისევ მსახურებს უბრძანა: "წაიყვანეთ ზღვაში და როცა შუაგულში მიხვალთ, თუ უარყოფს თავის რწმენას, გაუშვით, თუ არა, ჩააგდეთ", მათ ბიჭი ზღვაში წაიყვანეს. მან თქვა: "ო ალლაჰ, როგორც შენ გსურს, ისე დამიცავე მათგან", ნავი გადაბრუნდა და ყველა დაიხრჩო, ხოლო ბიჭი ისევ მეფესთან დაბრუნდა ფეხით. მეფემ ჰკითხა: "რა დაემართათ შენს მხლებლებს?" მან უპასუხა: "ალლაჰმა დამიცვა მათგან", ბიჭმა მეფეს უთხრა: "შენ ვერ მომკლავ, სანამ არ გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი", მეფემ ჰკითხა: "და რა უნდა გავაკეთო?" ბიჭმა უთხრა: "მოაგროვე ხალხი ერთ ადგილას, მიმაბი ხეზე, აიღე ისარი ჩემი ისრის ჩანთიდან, მოათავსე მშვილდზე და თქვი: ალლაჰის სახელით, ამ ბიჭის ღმერთის სახელით და შემდეგ მესროლე. თუ ასე გააკეთებ, მომკლავ". მეფემ ხალხი შეკრიბა, ბიჭი ხეზე მიაბა, აიღო მისი ისარი, მშვილდზე მოათავსა და თქვა: "ალლაჰის სახელით, ამ ბიჭის ღმერთის სახელით", შემდეგ ისარი ესროლა, რომელიც ბიჭს საფეთქელში მოხვდა. ბიჭმა ხელი საფეთქელზე დაიდო და გარდაიცვალა, ხალხმა კი შესძახა: "ჩვენ ვირწმუნეთ ამ ბიჭის ღმერთის!" მეფეს უთხრეს: "ის, რისიც გეშინოდა, უკვე მოხდა! ხალხმა ალლაჰის ირწმუნა!" მეფემ ქუჩებში ღრმა ორმოები გაათხრევინა და ცეცხლი დაანთო. შემდეგ ბრძანა: "ვინც არ უარყოფს თავის რწმენას, ცეცხლში ჩააგდეთ!" ასე გააკეთეს, სანამ ერთმა ქალმა, რომელსაც ჩვილი ჰყავდა, უკან დახევა არ დაიწყო, ამ დროს ბავშვი ალაპარაკდა და უთხრა: "დედა, მოითმინე, რადგან შენ ჭეშმარიტებაზე ხარ!"»

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ჩვენს წინათ არსებულ ერთ-ერთ ხალხში იყო მეფე, რომელსაც ჰყავდა ჯადოქარი. როცა ჯადოქარი დაბერდა, მან მეფეს უთხრა: მე უკვე დავბერდი, ამიტომ გამომიგზავნე ერთი ახალგაზრდა, რომ მას ჯადოქრობა ვასწავლო. მეფემ მას ახალგაზრდა გაუგზავნა, რათა ჯადოქრობა ესწავლებინა. ახალგაზრდა, როცა ჯადოქართან მიდიოდა, გზად ერთი ბერი შეხვდა, ერთხელ მასთან დაჯდა და მისი საუბარი მოისმინა, რამაც ძალიან მოხიბლა, ამის შემდეგ, როდესაც ჯადოქართან მიდიოდა, ბერთან ჩერდებოდა და მასთან საუბრობდა. მაგრამ ჯადოქართან დაგვიანების გამო ის სცემდა. ახალგაზრდამ შესჩივლა ამ ბერს, და ბერმა უთხრა: როცა ჯადოქრის შეგეშინდება, უთხარი: ოჯახმა შემაყოვნა. ხოლო როცა ოჯახის შეგეშინდება, უთხარი: ჯადოქარმა შემაყოვნა, ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ერთხელ გზაზე დიდი ცხოველი არ შეხვდა, რომელმაც ხალხს გზა გადაუკეტა. მაშინ მან თქვა: დღეს გავიგებ, ჯადოქარი უმჯობესია თუ ბერი? მაშინ მან აიღო ქვა და თქვა: ო, ალლაჰ! თუ ბერის საქმე შენთვის უფრო საყვარელია, ვიდრე ჯადოქრის საქმე, მაშინ მოკალი ეს ცხოველი, რათა ხალხმა გზა განაგრძოს, შემდეგ მან ქვა ესროლა და ცხოველი მოკლა, რის შედეგადაც ხალხმა გზა გააგრძელა, ამის შემდეგ ის ბერთან მივიდა და ეს ამბავი უამბო. ბერმა კი უთხრა: შვილო, დღეს შენ ჩემზე უკეთესი ხარ. შენი საქმე ისე წინ წავიდა, როგორც ვხედავ. შენ მალე გამოცდას გაივლი, და თუ ამ განსაცდელში აღმოჩნდები, ნუ გამცემ. ეს ახალგაზრდა ალლაჰის ნებით ბრმებს და კეთროვანებს კურნავდა და ხალხს სხვადასხვა დაავადებისგან მკურნალობდა, ერთ დღეს მეფის ახლობელმა, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ამის შესახებ შეიტყო, ის უამრავი საჩუქრით მივიდა ახალგაზრდასთან და უთხრა ამ ბიჭს: ეს ყველაფერი, რაც აქაა, საჩუქრად შენთვის იქნება, თუ შენ მე განმკურნავ. ახალგაზრდამ უპასუხა: მე არავის ვკურნავ, ალლაჰია მხოლოდ რომელიც კურნავს, თუ ალლაჰს ირწმუნებ, მე მას ვთხოვ და ის განგკურნავსო. მეფის მსახურმა ალლაჰის ირწმუნა, და ალლაჰმა მას მხედველობა დაუბრუნა. შემდეგ ის მეფესთან მივიდა როგორც ჩვეული იყო და მის გვერდით დაჯდა. მეფემ კი ჰკითხა: ვინ დაგიბრუნა მხედველობა? მან უპასუხა: ჩემმა ღმერთმა, მეფემ ჰკითხა: შენ ჩემს გარდა სხვა ღმერთი გყავს? მან უპასუხა: ჩემი და შენი ღმერთი ალლაჰია. მეფემ იგი დააპატიმრა და აწამებდა მანამ, სანამ მან არ გაამხილა ახალგაზრდა, შემდეგ ახალგაზრდა მოიყვანეს მეფესთან, და მეფემ მას ჰკითხა: შვილო, შენი ჯადოქრობა იმდენად გაძლიერდა, რომ ბრმებს და კეთროვანებს კურნავ და სხვა საოცრებებსაც ჩადიხარ. ახალგაზრდამ უპასუხა: მე არავის ვკურნავ, მხოლოდ ალლაჰია რომელიც კურნავს, მეფემ ის დააპატიმრა და აწამებდა მანამ, სანამ მან არ გაამხილა ბერი. შემდეგ ბერი მოიყვანეს და მას უთხრეს: უარყავი შენი სარწმუნოება! მაგრამ მან უარი თქვა. მაშინ მეფემ ხერხი მოატანინა, მას თავის შუაში დაადეს და ხერხით ორ ნაწილად გაჭრეს. შემდეგ მეფის მსახური მოიყვანეს და მასაც უთხრეს: უარყავი შენი სარწმუნოება! მაგრამ მანაც უარი თქვა. მაშინ მასაც თავის შუაში დაადეს და ხერხით ორად გაჭრეს. შემდეგ ახალგაზრდა მოიყვანეს და უთხრეს: უარყავი შენი სარწმუნოება! მაგრამ მან უარი თქვა. მაშინ მეფემ იგი თავის მეგობრებს ჩააბარა, რომლებიც სამიდან ათამდე კაცი იყვნენ. მეფემ ბრძანა: წაიყვანეთ იგი ამა და ამ მთაზე, აიყვანეთ მწვერვალზე, თუ თავის სარწმუნოებაზე უარს იტყვის, გაუშვით, ხოლო თუ არა – გადააგდეთ, წაიყვანეს ბიჭი და მთის მწვერვალზე აიყვანეს. მაშინ ახალგაზრდამ თქვა: ო, ალლაჰ! მიხსენი მათგან ისე, როგორც შენ ისურვებ! მთამ ძლიერად დაიწყო რყევა და მოძრაობა, რის შედეგადაც ყველა ჩამოვარდა და დაიღუპა. ახალგაზრდა კი მშვიდად ჩამოვიდა და მეფესთან დაბრუნდა. მეფემ ჰკითხა მას: რა დაემართათ შენს თანმხლებებს? მან უპასუხა: ალლაჰმა მათგან მიხსნა. მეფემ იგი სხვა ჯარისკაცებს გადასცა და უბრძანა: წაიყვანეთ იგი და ჩასვით პატარა ნავში, გაიყვანეთ ზღვის შუაგულში, თუ თავის სარწმუნოებაზე უარს იტყვის, გაუშვით, ხოლო თუ არა – გადააგდეთ ზღვაში. წაიყვანეს ბიჭი , მაგრამ ახალგაზრდამ თქვა: ო, ალლაჰო! მიხსენი მათგან ისე, როგორც შენ ისურვებ! მაშინ ნავი გადაბრუნდა და ყველა მათგანი ჩაიძირა, ახალგაზრდა კი მშვიდად გამოვიდა და კვლავ მეფესთან დაბრუნდა. მეფემ ჰკითხა მას: რა დაემართათ შენს თანმხლებებს? მან უპასუხა: ალლაჰმა მათგან მიხსნა. შემდეგ ახალგაზრდამ მეფეს უთხრა: შენ ვერ მომკლავ, სანამ არ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვი. მეფემ ჰკითხა: რა არის ის? ახალგაზრდამ უთხრა: შეგიძლია მომკლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვი: შეკრიბე ხალხი გაშლილ ადგილას, მიმსჭვალე ხის ტოტზე, შემდეგ აიღე ერთი ისარი ჩემი ისრის ჩანთიდან, მოათავსე ისარი მშვილდზე, შემდეგ კი თქვი: ამ ბიჭის ღმერთის სახელით, და მაშინ მესროლე, თუ ამას გააკეთებ, ნამდვილად მომკლავ. მეფემ შეკრიბა ხალხი ღია ადგილას, მიაბა ახალგაზრდა ხეზე, შემდეგ აიღო ისარი მისი ისრებიდან, მოათავსა მშვილდზე და ხმამაღლა თქვა: ამ ბიჭის ღმერთის სახელით, შემდეგ ესროლა მას და ისარი მის საფეთქელში მოხვდა, თვალსა და ყურს შორის, ახალგაზრდამ ხელი საფეთქელზე დაიდო, სადაც ისარი მოხვდა, და გარდაიცვალა. მაშინ ხალხმა ხმამაღლა თქვა: ჩვენ ვირწმუნეთ ამ ბიჭის ღმერთის, ჩვენ ვირწმუნეთ ამ ბიჭის ღმერთის, ჩვენ ვირწმუნეთ ამ ბიჭის ღმერთის. მეფესთან მივიდნენ და უთხრეს: მოხდა ის, რასაც შიშობდი? ვალლაჰი, შენ დაგატყდა ის, რისიც გეშინოდა! ხალხი ბიჭს მიჰყვა და ყველამ ირწმუნა მისი ღმერთის, მეფემ მაშინ ბრძანა, რომ ქალაქის ქუჩების შესასვლელებთან უზარმაზარი თხრილები გაეთხარათ, შემდეგ კი ამ თხრილებში ცეცხლი გაეჩაღებინათ. მეფემ თქვა: ვინც თავის სარწმუნოებაზე უარს არ იტყვის, ცეცხლში გადააგდეთ! მეფის ბრძანებას დაემორჩილნენ და ხალხს ცეცხლში ყრიდნენ, ამ დროს ერთმა ქალმა, რომელიც პატარა შვილთან ერთად იყო, შეჩერდა და ვერ გაბედა ცეცხლში შესვლა. მას შეეშინდა და გაჩერდა ერთ ადგილზე და უარი თქვა ცეცხლში შესვლაზე, მაშინ მისმა პატარა შვილმა უთხრა: ო, დედაჩემო, მოითმინე, რადგან შენ ჭეშმარიტებაზე ხარ.

فوائد الحديث

ავლიების სასწაყლების მტკიცებულება, მათ შორის: დიდი მხეცის მოკვლა ახალგაზრდის ნასროლით, ახალგაზრდის ორი ვედრების მიღება და ძუძუთმკვებავი ჩვილის საუბარი.

გაიმარჯვა მან, ვინც მიენდო დიდებულ ალლაჰს.

მოთმინების და სარწმუნოებაზე მტკიცედ დგომის ღირსების განმარტება.

სწავლის სიბრძნე ცხოვრების ადრეულ ეტაპზეა, რადგან ახალგაზრდას, როგორც წესი, მოხუცზე უფრო სწრაფად დამახსოვრება შეუძლია.

ამ ახალგაზრდის ძლიერი რწმენა, რადგან იგი თავის რწმენაში მტკიცედ დარჩა და არ გადაუხვია.

დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი პასუხობს გაჭირვებულის ვედრებას, როცა ის მას უხმობს.

ადამიანს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, თუ ეს მუსლიმთა საერთო სარგებლობას მოიტანს, რადგან ამ ახალგაზრდამ მეფეს იმ გზაზე მიუთითა, რომლითაც მას მოკლავდა და საკუთარ სიცოცხლეს გაწირავდა, კერძოდ: რომ აიღოს ისარი მისი ისრებიდან, მოათავსოს მშვილდზე და თქვას: ამ ბიჭის ღმერთის ალლაჰის სახელით.

ბრძოლაში და მსგავს სიტუაციებში ტყუილი დაშვებულია, აგრეთვე, საკუთარი თავის დაღუპვისგან გადარჩენის მიზნით, ტყუილის დაშვებულობა.

მორწმუნე გამოიცდება თავისი რწმენის სიმტკიცეში და ჭეშმარიტი სიტყვისადმი მტკიცედ დგომაში, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

მსხვერპლად შეწირვა ალლაჰის გზაზე მოწოდებისთვის და ჭეშმარიტების გამოჩენისთვის.

მსახურების გულები ალლაჰის ხელშია, ის ნებისმიერს სწრო გზაზე დააყენებს ან გზას აცდენს თავისი ნებით. ეს ახალგაზრდა მართალ გზაზე დადგა, მიუხედავად იმისა, რომ ჯადოქრის ხელში და მეფის ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა.

დაშვებულია უზენაესი ალლაჰს სთხოვო ნიშანი, რომელიც მონას ჭეშმარიტების აღიარებაში და დარწმუნებაში დაეხმარება.

მორწმუნეები ალლაჰის მიერ ბოძებულ ყოველგვარ ნიჭსა და წყალობას მისი რელიგიის სამსახურში და მის გზაზე მოწოდებისთვის იყენებენ.

დაღუპვის მიზეზები ალლაჰის ხელშია, თუ ის ინებებს, მათ ახდენს, ხოლო თუ ინებებს, გაუქმებს.

ურწმუნოებს რწმენისთვის არგუმენტები და მტკიცებულებები კი არ აკლიათ, არამედ მათი ურწმუნოების მიზეზი ჯიუტობა და ამპარტავნებაა.

ტაღუთებს და მჩაგვრელებს აქვთ მზადყოფნა, ყველა ადამიანი დახოცონ, ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი ამქვეყნიური ნეტარება.

ალლაჰი სჯის მჩაგვრელებს იმ გზით, რომლის მოლოდინიც არ აქვთ. ხალხმა ბიჭის ღმერთის ირწმუნა, როდესაც დაინახეს მისი მტკიცე დგომა, მისი მოწოდების ჭეშმარიტება და ის, რომ ალლაჰის გულისთვის არ ეშინოდა არავისი საყვედურის.

არსებობენ ადამიანები, ვინც აკვანში საუბრობდნენ, გარდა ‘ისა წინასწარმეტყველისა (მშვიდობა მას). ეს ჰადისი განმარტავს ალლაჰის მოციქულის (მშვიდობა და ალლაჰის დალოცვა მას) სიტყვებს: "აკვანში მხოლოდ სამი ადამიანი ალაპარაკდა..." და ასახელებს მათ, აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენა მხოლოდ ისრაელის შვილებში (ბანუ ისრაილში) მოხდა და არა სხვაგან.

التصنيفات

მოწოდების მიმართულება და მისი ვალდებულებები, წინა ერების მდგომარეობები და ისტორიები