ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და…

ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკრა თავისი თითები, რათა ხაზი გაესვა სიახლოვისთვის

ანას იბნ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკრა თავისი თითები, რათა ხაზი გაესვა სიახლოვისთვის.

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ვინც დაჯილდოვდა ორი ქალიშვილით ან ორ დით და იზრუნა მათ სარჩოზე, აღზრდაზე, სიკეთისკენ მითითებაზე და ბოროტებისგან გაფრთხილებაზე, სანამ ისინი გაიზრდებიან და სრულწლოვანებას მიაღწევენ, ის აღდგომის დღეს იქნება მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, როგორც ეს ორი თითი. და მან შეკრა თავისი საჩვენებელი და შუა თითები, რათა ხაზი გაესვა მათი სიახლოვისთვის.

فوائد الحديث

დიდი ჯილდო ელოდება იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს ქალიშვილების სარჩოსა და აღზრდაზე, სანამ ისინი დაქორწინდებიან ან სრულწლოვანებას მიაღწევენ, და ასევე იმ ადამიანზე, ვინც იგივე ზრუნვას გასწევს თავის დებზე.

ქალიშვილებზე ზრუნვის ჯილდო უფრო დიდია, ვიდრე ვაჟებზე ზრუნვისა, რადგან ვაჟებთან მიმართებით მსგავსი დაპირება არ არის ნახსენები. ეს იმის გამო ხდება, რომ ქალიშვილებზე ზრუნვა და მათი საქმეების მოგვარება უფრო რთულია, ვიდრე ვაჟების. ქალიშვილები არიან დაუცველნი და ვერ შეძლებენ საკუთარ საქმეებზე ზრუნვას ისე, როგორც ვაჟები. ასევე, მამას ქალიშვილებთან მიმართებით არ აქვს ის მოლოდინი, რაც ვაჟებთან — მაგალითად, მტრის წინააღმდეგ გაძლიერება, საკუთარი სახელის აღორძინება და საგვარეულოს გაგრძელება. ამის გამო საჭიროა მოთმინება, გულწრფელობა და სუფთა განზრახვა იმ პირისგან, ვინც მათზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ ჯილდო დიდია, და ის პირი იქნება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანამგზავრი აღდგომის დღეს.

ქალის სრულწლოვანების ნიშნებია: თხუთმეტი წლის ასაკის შესრულება. მენსტრუაციის დაწყება, თუნდაც თხუთმეტი წლის ასაკამდე. ბოქვენის უხეში თმის ამოსვლა. სიზმარში სპერმის გამოყოფა.

ალ-ყურტუბიმ თქვა: «იგულისხმება მათი სრულწლოვანების მიღწევა, რაც ნიშნავს იმ მდგომარეობამდე მისვლას, როცა ისინი შეძლებენ საკუთარი თავის უზრუნველყოფას. ეს კი ქალებში ხდება იმ დროს, როცა მათთან ქორწინებაში შედიან თავიანთი ქმრები. აქ არ იგულისხმება მხოლოდ მენსტრუაციის დაწყება ან შარიათის ვალდებულებების შესრულება, რადგან ისინი შეიძლება გათხოვდნენ მანამდეც და ქმარზე დამოკიდებულნი გახდნენ. ასევე, შეიძლება მენსტრუაცია დაეწყოთ, მაგრამ არ იყვნენ დამოუკიდებელნი თავიანთი ინტერესების მართვაში, და თუ მათ მარტო დატოვებენ, ისინი დაიკარგებიან ან მათი მდგომარეობა გაფუჭდება. ამიტომ, ასეთ დროს ისინი მეტად იმსახურებენ დაცვას და მათზე ზრუნვას, რათა მათი ღირსება და მდგომარეობა შენარჩუნდეს, რაც ხელს შეუწყობს მათ ქორწინებას, ამ მნიშვნელობის გამო თქვეს ჩვენმა სწავლულებმა, რომ მამას თავისი გოგოს მომწიფების ასაკში კი არ ეხსნება მასზე ზრუნვის ვალდებულება,არამედ იმ გოგოს დაქორწინების შედეგად ».

التصنيفات

კეთილი საქმეების ღირებულებები