ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «რითი იწყებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)…

ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «რითი იწყებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც სახლში შედიოდა? აიშამ უპასუხა: სივაქით

გადმოცემულია შურაიჰ იბნ ჰაანი'ისგან, რომელმაც თქვა: «ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «რითი იწყებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც სახლში შედიოდა? აიშამ უპასუხა: სივაქით».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქცევის ნორმა იყო, რომ სახლის შესვლისას ნებისმიერ დროს, იქნება ეს ღამე თუ დღე, მისვაქით იწყებდა.

فوائد الحديث

სივაქის გამოყენება შარიათში ზოგადად სასურველია ნებისმიერ დროს. თუმცა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგ სიტუაციებში, რომელთაც შარიათი განსაკუთრებულად მოუწოდებს: ლოცვის წინ, აბდესის წინ, გაღვიძებისას და როცა პირში უსიამოვნო სუნი გაჩნდება.

თააბიინების მისწრაფების განმარტება იმაში, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი შუამავლის მდგომარეობისა და მისი სუნნას გაგებას, რომ მიბაძონ მას.

ცოდნის აღება მისი ოჯახისგან და იმათგან, ვინც მას იცნობდა, როგორც ჰკითხა აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), თუ რას აკეთებდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პირველს როცა სახლში შედიოდა.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საუკეთესო ცხოვრება თავის ოჯახთან ჩანს იმითაც, რომ როცა ის სახლში შედიოდა პირს წმინდავდა.

التصنيفات

საღი აზროვნების კანონები