ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და…

ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული, ასევე ცოდნის მქონისა და ცოდნის შემძენისა

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე რომ, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული, ასევე ცოდნის მქონისა და ცოდნის შემძენისა».

[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ეს ქვეყანა და მასში არსებული ალლაჰისთვის საძულველი, გაკიცხული, მიტოვებული და მისგან ძალიან შორს მყოფია, ასევე მიტოვებულია რაც არის მასში არ არის შექებული; რადგან რაც მასშია გამოიწვევს უზენაესი ალლაჰის დავიწყებას და მისგან შორს ყოფნას, გარდა ალლაჰის ხსენებისა და ისეთი ქმედებებისა, რომლებიც იწვევს ალლაჰთან სიახლოვეს, მასთან დაახლოებას, რომელიც უყვარს უზენაეს ალლაჰს, ან შარიათის მცოდნე სწავლული, რომელიც ხალხს ასწავლის, ან მისი შემსწავლელი მოსწავლე.

فوائد الحديث

ამ დუნიის აბსოლუტური მნიშვნელობით დაწყევლა დაუშვებელია, რადგან არსებობს ჰადისები, რომლებიც ამას კრძალავს. თუმცა დაშვებულია დაწყევლა იმ ყველაფრისა, რაც მასში ალლაჰისგან აშორებს და მის მორჩილებაზე გულს იფანტავს.

ამქვეყნად ყოველივე არის თამაში და გართობა, გარდა ალლაჰის ხსენებისა, და იმ ქმედებისა, რომელიც ხდება მიზეზი და დახმარება ალლაჰის გახსენებაში.

ცოდნის, სწავლულების და მოსწავლეების სიძვირფასის განმარტება.

იბნ თაიმიამ თქვა: «გაკიცხვას იმსახურებს მხოლოდ ის, რაც აკრძალულია და გამოიყენება არა მისთვის განკუთვნილი მიზნისთვის, ან ის, რაც დაშვებულია, მაგრამ მისი მიზანი არის სიმდიდრის დაგროვება, ამპარტავნება, ქედმაღლობა და მეტოქეობა. სწორედ ეს არის ის, რაც გონიერ ადამიანებს სძულთ».

التصنيفات

ამქვეყნიური ცხოვრების სიყვარულის დაგმობა