إعدادات العرض
მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება
მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება
ვაჰში იბნ ჰარბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია: «მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ვჭამთ, მაგრამ არ ვძღებით". მან ჰკითხა: «შესაძლოა, ცალ-ცალკე ჭამთ?» მათ უპასუხეს: "დიახ", მაშინ შუამავალმა თქვა: «მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Magyar Kiswahili සිංහල Română অসমীয়া ไทยالشرح
ზოგმა საჰაბამ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრეს: ჩვენ ვჭამთ, მაგრამ დანაყრებას ვერ ვგრძნობთ. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: შესაძლოა, თქვენ ჭამის დროს ცალ-ცალკე იყოფით და თითოეული თავისთვის ჭამს? მიუგეს: დიახ. შუამავალმა უთხრა: ერთად შეიკრიბეთ და ჭამეთ, არ დაიყოთ ცალ-ცალკე, და თქვით ალლაჰის სახელი ჭამის წინ, ეს მოგიტანთ ბარაქას და მოგანიჭებთ დანაყრებას.فوائد الحديث
საჭმელად შეკრება და ჭამის დაწყებისას ბისმილლაჰის თქმა არის მიზეზი, რომ საკვებში ბარაქა იყოს და მასით დანაყრება მიღწეულ იქნას.
ყოველი დანაწევრება უბედურებაა, ხოლო გაერთიანება სიკეთე.
მოწოდება ერთად შეკრებისა და საჭმლის დროს ალლაჰის სახელის წარმოთქმისკენ.
ას-სინდიმ თქვა: «ერთად შეკრებით, ბარაქა გარდმოევლინება საჭმლის დროს, ხოლო ალლაჰის სახელის მოხსენიებით ეშმაკი ვერ შეძლებს საჭმელთან მისვლას».
التصنيفات
ჭამის და სმის ეთიკა