إعدادات العرض
დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი
დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი». კაცმა ჰკითხა:" ო შუამავალო, თუ დაიჩაგრება დავიცავთ, მაგრამ თუ მჩაგვრელია, როგორ დავეხმაროთ მას?" თქვა: «აკრძალეთ და მოარიდეთ ის, რომ იყოს მჩაგვრელი, და ეს იქნება მისთვის დახმარება».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Tiếng Việt Magyar Kiswahili සිංහල Română অসমীয়া ไทยالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მუსლიმს, დაეხმაროს თავის მუსლიმ ძმას, იქნება ის მტყუანი თუ მართალი. მაშინ ერთმა კაცმა ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, თუ ის დაჩაგრულია, მე მას დავეხმარები უსამართლობისგან გათავისუფლებით. მაგრამ თუ ის თავად არის მჩაგვრელი, როგორ უნდა დავეხმარო მას? მოციქულმა უპასუხა: შეაჩერე იგი, ხელი მოკიდე, შეაკავე და არ მისცე უსამართლობის ჩადენის უფლება, და ეს იქნება მისი დახმარება ეშმაკისა და მისი ბოროტებისკენ მიდრეკილების წინააღმდეგ.فوائد الحديث
მუსლიმებს შორის მორწმუნეთა ძმობის ერთ-ერთ უფლებაზე ხაზგასმა.
მტყუანის შეჩერება და უსამართლობისგან შეკავება.
ისლამი ეწინააღმდეგება უმეცრების დროინდელ შეხედულებებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ მიუხედავად იმისა, მართალი იყვნენ თუ მტყუანი.
التصنيفات
მუსლიმური თემი