ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერობისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს…

ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერობისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს სიუხეშისთვის, და ასევე რასაც არ მისცემს სხვა რამისთვის

აიშა, მორწმუნეთა დედა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეუღლე, გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერობისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს სიუხეშისთვის, და ასევე რასაც არ მისცემს სხვა რამისთვის».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა - შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორწმუნეთა დედა აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) რჩევა მისცა, რომ იყოს რბილი და კეთილგანწყობილი, ალლაჰი თავად არის მოწყალე და კეთილი თავის მონებთან, მას სურს მათთვის სიმსუბუქე და არ სურს სირთულე, ის არ აკისრებს მათ ისეთ ვალდებულებებს, რაც მათ ძალებს აღემატება, ალლაჰს უყვარს, რომ მისი მონები გამოირჩეოდნენ რბილი ხასიათით, სიკეთით და სიმშვიდით, და არ იყვნენ მკაცრები, უხეშები და ბოროტები, ალლაჰი სიკეთესა და რბილ მოპყრობაში უფრო მეტ სიკეთესა და ჯილდოს აძლევს, ვიდრე სიმკაცრესა და უხეშობაში, ვისაც აქვს რბილი ხასიათი, იგი ამით აღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწევს ძალადობითა და სიმკაცრით, ალლაჰი ამქვეყნად რბილი ხასიათის მქონეს აჯილდოებს მშვენიერი ხსენებით, მიზნების მიღწევით და საქმეების კურთხებით. ხოლო آსაიქიოში მას მიენიჭება უხვი ჯილდო და უდიდესი საზღაური.

فوائد الحديث

რბილი ხასიათისა და კეთილგანწყობის წახალისება და ძალადობის აკრძალვა.

რბილი ხასიათის აღმატებულობა ზნეობრივ თვისებებში.

რბილი და კეთილგანწყობილი ადამიანი იმსახურებს ალლაჰისგან მშვენიერ შექებას და დიდ ჯილდოს.

ას-სინდიმ თქვა: «სიმკაცრე არის რბილი დამოკიდებულების საპირისპირო. ის, ვინც ხალხს რბილი და კეთილგანწყობილი გზით მოუწოდებს ჭეშმარიტებისკენ, უმჯობესი და უკეთესია, ვიდრე ის, ვინც უხეშობითა და სიმკაცრით მოუწოდებს, თუ მოცემული გარემო ორივე მიდგომას თანაბრად იღებს. მაგრამ თუ სიტუაცია ერთ კონკრეტულ მიდგომას მოითხოვს, მაშინ აუცილებელია გამოიყენოს ის, რაც უფრო შესაფერისია, და ალლაჰმა უკეთ იცის, რა არის ჭეშმარიტება და რა არის ყველაზე შესაფერისი კონკრეტულ ვითარებაში».

التصنيفات

დიდებული ზნეობა