არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ…

არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ დაწეროს

აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ დაწეროს» აბდულლაჰ იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: «მე ერთი ღამეც კი აღარ გამითევია მას შემდეგ, რაც ეს მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისე, რომ არ დამეწერა ჩემი ანდერძი».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ მუსლიმისთვის, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, თავისი უფლებებიდან თუ ქონებიდან, თუნდაც მცერეოდენი იყოს, რომ მან გაათენოს სამ ღამეზე მეტი ისე, რომ ანდერძი არ ჰქონდეს დაწერილი. აბდულლაჰ იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: «იმის შემდეგ, რაც ეს მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არც ერთი ღამე არ გამიტარებია ისე, რომ მზად არ მქონოდა ანდერძი».

فوائد الحديث

შარიათით დადგენილია ანდერძის შედგენის კანონიერება და მისი დროული შესრულების აუცილებლობა — რათა განმარტდეს მისი არსი, შესრულდეს შარიათის ბრძანება, ადამიანი მოემზადოს სიკვდილისთვის და გააზრებულად მიუდგეს ანდერძის შინაარსსა და ქონების განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინასწარ განხორციელდეს — სანამ ადამიანს სხვა საზრუნავი მიიზიდავს.

ანდერძი (ვასია) ნიშნავს ნაბრძანებს, დატოვებულ რჩევას ან განკარგულებას. ეს არის განკარგულება, რომელსაც ადამიანი ტოვებს თავისი სიკვდილის შემდეგ. ის შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: დავალება კონკრეტული პირისთვის, რომ მართოს მისი ქონების გარკვეული ნაწილი; პირის დანიშვნა, რომელიც იზრუნებს მისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდასა და მოვლაზე; დავალება, რომელიც ეხება ნებისმიერი სხვა საქმის შესრულებას, რაც დაკავშირებულია მის ქონებასთან ან უფლებებთან გარდაცვალების შემდეგ.

ანდერძი იყოფა სამ სახეობად: 1-რეკომენდებული (მუსთაჰაბ): ეს არის ანდერძი, როდესაც ადამიანი თავისი ქონების ნაწილს განკარგავს კეთილ საქმეში, მოწყალებაში ან საქველმოქმედო მიზნებისთვის, რათა სიკვდილის შემდეგ მისთვის საქმის საზღაური/მადლი უწყვეტად მიაღწიოს. 2-სავალდებულო (ვაჯიბ): ეს არის ანდერძი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ვალდებულებებთან ალლაჰის წინაშე: მაგალითად, გადაუხდელი ზაქათი, სავალდებულო გამოსყიდვა (ქაფფარა) ან შარიათით დადგენილი სხვა ვალები; ადამიანების წინაშე: მაგალითად, ვალები, საგნების დაბრუნება, რომლებიც საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამანათები) და სხვა მსგავსი ვალდებულებები. 3-აკრძალული (მუჰარრამა): ეს არის ანდერძი, როდესაც: ანდერძით დატოვებული ქონება აღემატება მთლიანი ქონების მესამედს; ანდერძი შედგენილია რომელიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, დანარჩენების უგულებელყოფით.

აბდულლაჰ იბნ უმარის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ღირსება და მისი სწრაფვა კეთილი საქმეების შესრულებისკენ და ბრძნული შარიათის წესების დაცვისკენ.

იბნ დაყიყ ალ-'იდმა თქვა: «ნებართვა იმისა, რომ ანდერძის შედგენა ორი ან სამი ღამით გადაიდოს, იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან იქნეს აცილებული სირთულეები და გაჭირვება».

მნიშვნელოვანი საქმეები წერილობითად უნდა დაფიქსირდეს, რადგან ეს უფრო საიმედო და უკეთესი გზაა უფლებების შესანარჩუნებლად.

التصنيفات

ანდერძი