إعدادات العرض
თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო,…
თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო, მას ისე ექცევა, თითქოს მთელი ქვეყანა მისთვის შეკრებილიყოს
უბაიდულლაჰ იბნ მიჰსან ალ-ანსარიმ (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო, მას ისე ექცევა, თითქოს მთელი ქვეყანა მისთვის შეკრებილიყოს».
[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Tiếng Việt অসমীয়া Nederlands Kiswahili አማርኛ ไทย മലയാളം ગુજરાતી Magyarالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ თქვენგან ვინც დილას შეხვდება ჯანმრთელი და დაცული თავისი სხეულით ავადმყოფობებისა და ტანჯვისგან, უსაფრთხო – თავის თავში, ოჯახში, შვილებში და გზაზე, ყოველგვარი შიშის გარეშე, და აქვს დღიური ჰალალი სარჩო, ეს ისეთი წყალობაა, თითქოს მას მთელი ქვეყანა ერთად მიენიჭა.فوائد الحديث
ადამიანის საჭიროების განმარტება ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სარჩოს მიმართ.
მსახურმა უნდა ადიდოს და მადლობა შესწიროს ალლაჰს ამ წყალობისთვის.
მოწოდება კმაყოფილებისკენ და ამ ქვეყნის მიმართ ასკეტიზმისკენ.
التصنيفات
ასკეტიზმი და ღვთისმოშიშობა