ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, აუცილებლად გაჰყვებით იმ ხალხის გზას, ვინც თქვენამდე იყო

ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, აუცილებლად გაჰყვებით იმ ხალხის გზას, ვინც თქვენამდე იყო

გადმოცემულია ვააყიდ ალ-ლაისისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი): "როდესაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუნაინისკენ მიემართებოდა, გზად მან გაიარა ხე, რომელიც კერპთაყვანისმცემლებს ეკუთვნოდა და რომელსაც "ზათუ ანვაატ" ეწოდებოდა, სადაც ისინი თავიანთ იარაღს კიდებდნენ. საჰაბებმა უთხრეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, მოგვინიშნე ჩვენთვისაც "ზათუ ანვაატ", როგორიც მათ აქვთ". მოციქულმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას უპასუხა: «დიდება ალლაჰს! ეს იგივეა, რაც მუსას ხალხმა თქვა: {გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, როგორც მათ ჰყავთ ღმერთები.} [ალ-ა'რააფ: 138] ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, აუცილებლად გაჰყვებით იმ ხალხის გზას, ვინც თქვენამდე იყო».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუნაინისკენ გაემართა, რომელიც არის ველი ტაიფსა და მექქას შორის. მასთან ერთად იყვნენ რამდენიმე საჰაბა, რომლებიც ახლახან შევიდნენ ისლამში. მათ გაიარეს ხე, რომელსაც „ზათუ ანვაატ“ (ანუ, „ხე, რომელზეც რამე ეკიდება“) ერქვა. ურწმუნოები მას აღტაცებით ეპყრობოდნენ და მასზე იარაღებსა და სხვა ნივთებს კიდებდნენ, ბარაქის (კურთხევის) მიღების მიზნით. მათ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სთხოვეს, რომ ასევე გაეკეთებინა მათთვის მსგავსი ხე, რომელზეც მათ იარაღებს დაკიდებდნენ ბარაქის (კურთხევის) მიღების მიზნით. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ქმედება დასაშვები იყო. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა „სუბჰანალლაჰ!“ — აღშფოთებით ამ სიტყვების მიმართ და ალლაჰის დიდებულების აღიარებით. მან აცნობა მათ, რომ მათი სიტყვები ჰგავდა მუსას ხალხის ნათქვამს: {გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, როგორც მათ ჰყავთ ღმერთები} (ალ-ა'რააფ: 138). როცა მათ დაინახეს კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც კერპებს ეთაყვანებოდნენ, მათაც მოითხოვეს, რომ მათთვისაც ყოფილიყო კერპები, როგორც კერპთაყვანისმცემლებს ჰქონდათ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღნიშნა, რომ ეს მათი გზის მიბაძვაა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ისლამის საზოგადოება მიჰყვება იუდეველთა და ქრისტიანთა გზას და გააკეთებს მათ მსგავს ქმედებებს. ამ სიტყვებით მან გააფრთხილა მორწმუნეები, რომ თავი აარიდონ ამ გზას.

فوائد الحديث

ადამიანს შეიძლება მოსწონდეს რაღაც, რასაც თვლის, რომ იგი მას ალლაჰთან აახლოებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქმედება მას ალლაჰისგან უფრო აშორებს.

მუსლიმმა, როცა მოისმენს რამეს, რაც არ შეესაბამება რელიგიას, ან როცა განცვიფრებულია, უნდა თქვას „სუბჰანალლაჰ“ (წმინდაა ალლაჰი) და „ალლაჰუ აქბარ“ (ალლაჰი ყველაზე დიდია).

შირქია (მრავალღმერთიანობა) ხეების, ქვების ან სხვა ნივთებისგან ბარაქის (კურთხევის) ძიება, რადგან ბარაქა მხოლოდ ალლაჰისგან უნდა ითხოვებოდეს.

კერპების თაყვანისცემის მიზეზი არის მათი გადაჭარბებული პატივისცემა, მათთან დიდხანს დარჩენა და მათგან ბარაქის (კურთხევის) ძიება.

სავალდებულოა იმ კარებისა და გზების დახურვა, რომლებიც შირქისკენ (მრავალღმერთიანობის) მიდის.

რელიგიურ ტექსტებში, სადაც იუდეველთა და ქრისტიანთა გაკიცხვაა მოხსენიებული, გაფრთხილებაა მუსლიმებისთვის, რომ არ გაიმეორონ მათი შეცდომები.

აკრძალულია ჯაჰილიის დროის ადამიანებზე, იუდეველებსა და ქრისტიანებზე მიბაძვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ქმედებები ჩვენს რელიგიაშიც დაშვებულია.

التصنيفات

თავჰიდი ულუჰია