إعدادات العرض
მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან…
მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი
სუფიან ბინ აბდულლაჰ ალ-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: "(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Română Kinyarwanda বাংলা తెలుగు Bosanski Kurdî Lietuvių Oromoo മലയാളം Nederlands Soomaali Shqip Српски Deutsch Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Português Azərbaycan 中文 Magyarالشرح
საჰაბა სუფიან ბინ აბდულლაჰ (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი) შეეკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ესწავლებინა მისთვის ერთი სიტყვა, რომელიც მთლიანად მოიცავდა ისლამს, რომელსაც ჩაეჭიდებოდა და სხვას აღარ კითხავდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა: თქვი: 'მე ვაღიარებ ალლაჰის ერთობას და მწამს, რომ ის არის ჩემი უფალი, ჩემი ღმერთი, ჩემი შემოქმედი და ჩემი ერთადერთი თაყვანსაცემი, და მას არ ჰყავს თანაზიარი'. შემდეგ ადამიანი ემორჩილება ალლაჰის ბრძანებებს, ასრულებს მის დაკისრებულ ვალდებულებებს, თავს არიდებს იმას, რაც მან აკრძალა, და ამ გზას მიჰყვება.فوائد الحديث
რელიგიის საფუძველი არის რწმენა ალლაჰისადმი, მისი უფალობის, ღვთაებრიობის, ასევე მისი სახელებისა და თვისებებისადმი.
მნიშვნელოვანია მუდმივობა და სიმტკიცე რწმენის შემდეგ, თაყვანისცემის გაგრძელება და ამ გზაზე მყარად დარჩენა.
რწმენა საქმეების მიღების პირობაა.
ალლაჰის წრმენა მოიცავს ყველაფერს, რისი რწმენაც აუცილებელია მრწამსის სახკითხებში და ფუძეებში. შემდეგ რაც მოსდევს მას გულის საქმეებიდან, მორჩილება და სრულიად დამორჩილება ალლაჰს ღია თუ დაფარული ქმედებებით.
სწორ გზაზე დგომა არის (ისლამის) გზით ცხოვრება ვალდებულებების შესრულებით და აკრძალულების მიტოვებით.