პირიქით თქვით: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი

პირიქით თქვით: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ალლაჰს ეკუთვნის რაცაა ზეცაში და მიწაზე, თუ აშკარად გამოაჩენთ, რაც არის თქვენს სულებში ან დაფარავთ მას, ალლაჰი განგსჯით თქვენ მის გამო, მიუტევებს იმას ინებებს ვისაც და დასჯის იმას ინებებს ვისაც, ალლაჰს ყველაფრის ძალა შესწევს} [ალ-ბაყარა: 284], თქვა: ეს ყველაფერი ძალიან რთულად მიიღეს საჰაბებმა, მივიდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას), შემდეგ დაიჩოქეს მუხლებზე და თქვეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ დაგვევალა ის საქმეები, რისი ძალაც შეგვწევს, ლოცვა, მარხვა, ჯიჰადი და სადაყა, ეს აიათი გარდმოევლინა შენზე, რომლის ბრძანების შესრულებაც არ შეგვიძლია, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენ გინდათ რომ ისე თქვათ, როგორც თქვენამდე წიგნბოძებულმა ხალხმა თქვეს, მოვისმინეთ და ვეურჩეთ?პირიქით თქვით: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი», და მათ თქვეს: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი, როდესაც ეს თქვეს და მათმა ენებმა წარმოთქვა ეს, ამის კვალობაზე ალლაჰმა გარდმოავლინა: {ირწმუნა შუამავალმა, რაც გარდმოევლინა მას მისი ღმერთისგან და ირწმუნეს მორწმუნეებმა, ყველამ ირწმუნა ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების და მისი შუამავლების, არ განვასხვავებთ მისი შუამავლებისგან არცერთს, თქვეს: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი} [ალ-ბაყარა: 285], როდესაც ასე მოიქცნენ ისინი უზენაესმა ალლაჰმა გააუქმა აიათი და გარდმოავლინა: {ალლაჰი არცერთ სულს არ აკისრებს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია, მისია რაც მოიხვეჭა და მის წინააღმდეგაა რაც ჩაუდენია, ჩვენო ღმერთო, არ მოგვკითხო თუ დაგვავიწყდა ან შევცდით} [ალ-ბაყარა: 286], თქვა: «დიახ», {ჩვენო ღმერთო, არ გვატვირთო ჩვენ ტვირთი, როგორც ატვირთე მათ, ვინც ჩვენზე წინ იყვნენ} [ალ-ბაყარა: 286], თქვა: «დიახ» {ღმერთო ჩვენო, არ გვატვირთო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს} [ალ-ბაყარა: 286], თქვა: «დიახ» {მოგვიტევე, გვაპატიე, და შეგვიწყალე ჩვენ, შენ ხარ ჩვენი ბატონი და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე}, თქვა: «დიახ».

الشرح

როდესაც უზენაესმა ალლაჰმა თავის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდმოუვლინა სიტყვები: {ალლაჰს ეკუთვნის რაცაა ზეცაში და მიწაზე}, მისი გაჩენა, ფლობა, მმართველობა და განჩინება, {თუ აშკარად გამოაჩენთ} ღიად გამოაჩენთ, {რაც არის თვენს სულებში} და თქვენს გულებში, {ან დაფარავთ მას} დაფარავთ და შეინახავთ გულებში, {ალლაჰი განგსჯით თქვენ მის გამო} განკითხვის დღეს. {მიუტევებს იმას, ინებებს ვისაც} მისი მადლით და წყალობით, {და დასჯის იმას, ინებებს ვისაც} მისი სამართლიანობით, {ალლაჰს ყველაფრის ძალა შესწევს} მისთვის შეუძლებელი არაფერია. როცა ეს აიათი მოისმინეს საჰაბებმა, მათთვის ეს რთული აღმოჩნდა; რადგან მასში არის დაპირება, რომ მოეთხოვებოდათ იმ ყველაფერზე, რაც გულებში და გონებაშია. ისინი მოვიდნენ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), დადგნენ მუხლებზე და თქვეს: ო ალლაჰის შუამავალო, ჩვენ დაგვევალა ბევრი და დიდი საქმე რომლის შესრულებაც შეგვიძლია, მაგალითად: ლოცვა, მარხვა, ჯიჰადი, სადაყა, მაგრამ გარდმოევლინა შენზე ეს აიათი, რომლის შესრულებაც არ შეგვიძლია. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უთხრა: თქვენ გინდათ, რომ ისე თქვათ, როგორც თქვენამდე იუდეველებმა და ქრისტიანებმა თქვეს: {მოვისმინეთ და ვეურჩეთ}? პირიქით თქვით: {მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი}, საჰაბებმა ალლაჰის და მისი შუამავლის ბრძანებას დაემორჩილნენ და თქვეს: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი. როდესაც ეს თქვეს მუსლიმებმა, მათმა ენებმა წარმოთქვა ეს და დამორჩილდა მათი გულები; ამის კვალობაზე ალლაჰმა გარდმოავლინა შუამავლის და მისი უმმეთის შესაქებად სიტყვები: {ირწმუნა შუამავალმა, რაც გარდმოევლინა მას მისი ღმერთისგან და ირწმუნეს მორწმუნეებმა} მათი ენები და გულები დამორჩილდა ალლაჰის ბრძანებას. {ყველამ ირწმუნა ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების და მისი შუამავლების, არ განვასხვავებთ მისი შუამავლებისგან არცერთს}. პირიქით გვწამს ყველა მათგანის {თქვეს: მოვისმინეთ} შენი სიტყვები, {და დავმორჩილდით} შენს ბრძანებას, და ვითხოვთ {ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ} შენს პატიებას, {და შენთანაა მისაქციელი}, დასაბრუნებელი, როდესაც იქნება განკითხვის დღე. როდესაც ასე მოიქცნენ ისინი და ხმამაღლა წარმოთქვეს სიტყვებით ის, რაც მათ ებრძანათ მოსმენა და მორჩილება ალლაჰის ბრძანების; უზენაესმა ალლაჰმა შეუმსუბუქა ამ უმმეთს, გააუქმა აიათი და გარდმოავლინა სიტყვები: {ალლაჰი არცერთ სულს არ აკისრებს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია}, თავისი ძალით, მორჩილებით და განსჯით, {მისია} მადლი {რაც მოიხვეჭა} რა სიკეთეც აკეთა, {და მის წინააღმდეგაა} სასჯელი {რაც ჩაუდენია} ცოდვა და დანაშაული, ალლაჰი არავის არ დასჯის სხვისი ცოდვების გამო და არც იმის გამო, რასაც მას ჩასჩურჩულებს მისი სული. {ჩვენო ღმერთო, არ მოგვკითხო} არ დაგვსაჯო, {თუ დაგვავიწყდა} და არ გაგვხსენებია, {ან შევცდით} მივატოვეთ სიმართლე შეუგნებლად, ალლაჰმა მათი ვედრება ისმინა და თქვა: დიახ, მე ეს გავაკეთე. {ჩვენო ღმერთო, არ გვატვირთო ჩვენ ტვირთი} სირთულედ და ბარგად, {როგორც ატვირთე მათ, ვინც ჩვენზე წინ იყვნენ} ებრაელები და სხვები, ალლაჰმა ისმინა მათი ვედრება და თქვა: დიახ, მე ეს გავაკეთე. {ღმერთო ჩვენო, არ გვატვირთო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს} პასუხისმგებლობა, განსაცდელი და ბრძანებები, რომლის შესრულებაც არ შეგვიძლია, ალლაჰმა თქვა: დიახ მე ეს გავაკეთე, {მოგვიტევე}, ჩვენი ცოდვები და წაგვიშალე ისინი, {გვაპატიე} ჩვენი ცოდვები, დაგვიფარე ისინი და არ მოგვკითხო მათ გამო, {და შეგვიწყალე ჩვენ} შენი დიდი მოწყალებით, {შენ ხარ ჩვენი ბატონი} ხელმწიფე, {და შეგვეწიე} არგუმენტებით და მათზე გამარჯვებით, {ურწმუნო ხალხის წინაშე} მათთან ბრძოლის და ჯიჰადის დროს, ალლაჰმა ისმინა მათი ვედრება და თქვა: დაიხ, მე ეს გავაკეთე.

فوائد الحديث

უზენაესი ალლაჰის წყალობის განმარტება ამ უმმეთზე, მათი შუამავლის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიზეზის გამო, რომლის განსადიდებლად უზენაესმა ალლაჰმა თქვა: {და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა წყალობად სამყაროთა ზედა} [ალ-ანბიაა: 107].

ყურანში ნასხის (გაუქმების) დადასტურება — არსებობს აიათები, რომლებიც იკითხება, მაგრამ მათი ჰუქმის (დადგენილების) მოქმედება გაუქმებულია, ამიტომ მათ მიხედვით არ მოქმედებენ.

საჰაბების სიძვირფასე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), მათი მორჩილება და ალლაჰის ბრძანებების სრული მიღება, ასევე მორჩილება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებაზე.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძლიერი შიში თავის უმმეთზე, რომ ისინი დაადგებოდენ იმ გზას, რასაც წინა უმმეთები დაადგნენ, რაც უზენაესი ალლაჰის ბრძანებების უარყოფაში გამოიხატება.

უზენაესი ალლაჰის ბრძანების მორჩილება, მისი ბრძანების საწინააღმდეგოდ მოქცევისგან სიფრთხილე, ამ ყველაფერში წიგნბოძებულ ხალხზე დამსგავსება.

ამ უმმეთის უპირატესობა წინა უმმეთებზე, რამეთუ მათ უთხრეს თავიანთ შუამავლებს: მოვისმინეთ და ვეურჩეთ, ამ უმმეთმა კი თქვა: მოვისმინეთ და დავმორჩილდით.

ამ უმმეთის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მისგან მოხსნილია სიმძიმე: მიღებულია მათი დუა, რომ არ დაისაჯონ დავიწყებისთვის და შეცდომისთვის; მათგან მოხსნილია მძიმე ტვირთი, რომელიც მათამდე არსებულებზე იყო დაკისრებული; და მათ არ ეკისრებათ ის, რისი ტარებაც შეუძლებელია.

ყოვლადუნაკლო და დიდებული ალლაჰი ჩვენ არ გვაკისრებს იმას, რისი ძალაც ჩვენ არ შეგვწევს, არ გვატვირთებს გარდა იმისა, რისი ძალაც შეგვწევს, ფიქრები რაც მოგვდის გონებაში თუ მას არ მივაქცევთ ყურადღებას, არ ვიქნებით მისით კმაყოფილი და არ ვიმოქმედებთ მათით, ისინი ჩვენ ვერაფერს გვავნებს.

ეს ვედრება ალლაჰმა უზენაესმა ახსენა მოციქულ მუჰამედზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მორწმუნეებზე, და თავის წიგნში დაამკვიდრა, რათა იყოს დუა ასევე იმათთვისაც, ვინც მოვა მოციქულის და საჰაბების (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) შემდეგ. ამიტომ, ეს იმ დუათაგანია, რომელიც უნდა დამახსოვრდეს და ხშირად წაიკითხოს.

التصنيفات

სურებისა და აიათების მადლი, აიათების განმარტება