ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის

ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის: "არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა", ეს მისთვის იქნება ათი მონის განთავისუფლების ტოლფასი, მას ჩაეწერება ასი კეთილი საქმე. მისი ასი ცუდი საქმე წაიშლება, ის იმ დღეს დაცული იქნება ეშმაკისგან საღამომდე, და არავინ მოიტანს ამაზე უფრო კეთილ საქმეს, გარდა იმისა, ვინც ამაზე მეტჯერ იტყვის».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ვინც თქვა: (არ არსებობს ღმერთი) და არ არსებობს ნამდვილი თაყვანისცემის ღირსი (გარდა ალლაჰისა) ის არის ერთადერთი, მას არ ჰყავს თანამოზიარე თავის ღვთაებრიობაში (უფლობაში), მის სახელებსა და თვისებებში, მას ეკუთვნის მეუფება და მთელი არსებობის მართვა. და (მას ეკუთვნის მადლობა და ქება ყველა) იმ ქმნილებისა და განსაზღვრისთვის, რასაც ის ქმნის და განკარგავს, და ის ყოვლისშემძლეა ყოველივეზე, უზღუდველად და დაუპირისპირებლად, და რასაც არ მოისურვებს, ის არ მოხდება. ამ ზიქრის განმეორებით, დღეში ასჯერ, მორწმუნე მიიღებს შემდეგ ჯილდოს: მას ჩაეწერება იმდენი საზღაური, რამდენიც ათი მონის განთავისუფლებას ექნება. მას ჩაეწერება ასი კეთილი საქმე და ასი საფეხურით ამაღლდება სამოთხეში. მისი ასი ცუდი საქმე წაიშლება, ეს ზიქრი იქნება მისთვის დაცვა, დაცვა და სიმტკიცე ეშმაკის ბოროტებისგან იმ დღის განმავლობაში, სანამ მზე არ ჩავა, აღდგომის დღეს არავინ მოიტანს მასზე უკეთეს საქმეს, გარდა იმისა, ვინც ამაზე მეტჯერ იტყვის და ამით სიკეთეს გაზრდის.

فوائد الحديث

თავჰიდის სიტყვის უპირატესობა და მისი უდიდესი საზღაური.

უზენაესი ალლაჰის უზარმაზარი წყალობა თავისი მონების მიმართ, რადგან მან მათთვის დაადგინა ადვილი ზიქრი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და მასზე დიდი ჯილდო განაწესა.

თუ ადამიანი ამ თაჰლილს დღეში ასჯერ იტყვის, მას მიეცემა ჰადისში ნახსენები საზღაური ასჯერ თქმაზე, ხოლო ზედმეტი რაოდენობისთვის დამატებით ჯილდოს მიიღებს. ეს არ არის ის განსაზღვრული ზღვარი, რომლის გადაჭარბება აკრძალულია ან რომლის გადამეტებას საზღაური არ აქვს ან მას ბათილად აქცევს.

ან-ნავავი ამბობს: «ჰადისის სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ თაჰილილის თქმა დღეში ასჯერ, იქნება ეს უწყვეტად (მიმდევრულად) თუ ცალკეულ ადგილებში გაყოფილად, ან ნაწილობრივ დილის დასაწყისში და ნაწილობრივ დღის ბოლოს, მაინც უზრუნველყოფს ამ ჰადისში აღნიშნულ საზღაურს, მაგრამ საუკეთესოა მისი უწყვეტად თქმა დილის დასაწყისში, რათა ის მთელი დღის განმავლობაში იყოს დაცვა მისთვის».