إعدادات العرض
უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის…
უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს»
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî Português தமிழ் Nederlands অসমীয়া ગુજરાતી Kiswahili አማርኛ پښتو ไทย മലയാളം नेपाली Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ იბლისმა დაკარგა იმედი, რომ მორწმუნე მლოცველები დაბრუნდებიან მის თაყვანისცემას და კერპებს თაყვანს სცემენ არაბეთის ნახევარკუნძულზე. თუმცა, ის მაინც აგრძელებს იმედს და მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობს, მათ შორის შუღლი გააჩაღოს – დავებით, მტრობით, ომებით, არეულობებითა და მსგავსი სხვა ცდუნებებით.فوائد الحديث
ეშმაკზე თაყვანისცემა ნიშნავს კერპზე თაყვანისცემას, რადგან ის არის ის, ვინც ამას ბრძანებს და მოუწოდებს მისკენ. ამის მტკიცებულება ალლაჰის სიტყვებია, სადაც შუამავალი იბრაჰიმი (მშვიდობა მას) ამბობს: (ჰეი, მამაჩემო! არ ეთაყვანო სატანას...)
შაიტანი ცდილობს, მუსლიმებს შორის შუღლი, მტრობა, ომები და არეულობა გააჩაღოს.
ისლამში ლოცვის ერთ-ერთი სარგებლობა ისაა, რომ ის ინარჩუნებს მუსლიმებს შორის სიყვარულს და ამყარებს ძმურ კავშირებს.
ლოცვა არის ყველაზე დიადი სიმბოლო ისლამში შაჰადათის შემდეგ, ამიტომ მუსლიმებს "მლოცველები" ეწოდათ.
არაბეთის ნახევარკუნძულს აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც სხვა ქვეყნებს არ გააჩნიათ.
თუ ითქმის, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე კერპთაყვანისცემა მაინც მოხდა, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: „უეჭველად, შაიტანი სასოწარკვეთილია, რომ მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ…“? ეს ნიშნავს, რომ ჰადისი გადმოგვცემს იმას, რაც შაიტანმა საკუთარ თავში იგრძნო და რისი იმედიც დაკარგა, როცა დაინახა ისლამური გამარჯვებები და როგორ შემოდიოდნენ ხალხი ჯგუფებად ალლაჰის რელიგიაში, ანუ, ჰადისი მოგვითხრობს შაიტნის ვარაუდსა და მოლოდინზე, თუმცა შემდეგ რეალობა სხვაგვარად განვითარდა, რადგან ალლაჰმა დიდებულმა და ძლევამოსილმა ამის უკან თავისი ბრძნული გადაწყვეტილება დაუდო.
التصنيفات
გაკიცხული ზნეობა