ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი,…

ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი, გარდა სიკვდილისა

აბი უმაამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი, გარდა სიკვდილისა».

[სანდო (საჰიჰ)]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ვინც სავალდებულო ლოცვის დასრულების შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას სამოთხეში შესვლას არაფერი შეუშლის, გარდა სიკვდილისა. ის არის სურა ალ-ბაყარაში, უზენაესის სიტყვით: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე, და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას. და იგი უზენაესი, დიდებულია}. [ ალ-ბაყარა: 255]

فوائد الحديث

ამ უდიდესი აიათის მნიშვნელობა და სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ის მოიცავს ალლაჰის ულამაზეს სახელებსა და უზენაეს თვისებებს.

ამ უდიდესი აიათის ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ წაკითხვა სასურველია.

კეთილი საქმეები სამოთხეში შესვლის მიზეზია.

التصنيفات

ლოცვის აზქარები