ლოცვის აზქარები

ლოცვის აზქარები

9- ვინც ყოველი ლოცვის შემდეგ ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალლაჰს შეაქებს და წარმოთქვამს ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, და ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს ალლაჰუ აქბარ 33-ჯერ, რაც ჯამში 99 გამოდის, და შემდეგ დაამატებს: ლაა ილაჰა ილლა ალლაჰუ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქალაჰ ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ ვაჰუვა 'ალაა ქულლი შაინ ყადირ (არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანამოზიარე, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და მას ყველაფრის ძალა აქვს), მის ცოდვებს ალლაჰი მიუტევებს, თუნდაც ისინი ზღვის ქაფივით ბევრი იყოს