إعدادات العرض
ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე…
ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?
გადმოცემულია აბდურრაჰმან იბნ აბი ლაილასგან, რომელმაც თქვა: შემხვდა ქა'ბ იბნ 'უჯრა, და თქვა: გინდა რომ გაჩუქო საჩუქარი? ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?" მან თქვა: «თქვით: 'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმისა და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული. ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული». /ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ/.
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî සිංහල Русский Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Tiếng Việt Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు മലയാളം ไทย Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Wolof Українська Moore Magyarالشرح
თანმხლებლებმა ჰკითხეს მოციქულს, თუ როგორ უნდა ელოცათ მისთვის მას შემდეგ, რაც წაიკითხავდნენ ათ-თაჰიათუს? მოციქულმა ასწავლა მათ, თუ როგორ უნდა დალოცონ მოციქული, მისი მნიშვნელობაა: "'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი" ანუ: ახსენე იგი ანგელოზთა უმაღლეს საზოგადოებაში, ასევე მისი მიმდევრები მის რელიგიაში და მორწმუნეები მისი ნათესავებიდან. "როგორც დალოცე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი" როგორც მადლი გაიღე იბრაჰიმის ოჯახზე, რაც გულისხმობს იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, მათ შთამომავლებსა და მათ მორწმუნე მიმდევრებს, ასევე მოავლინე შენი მადლი მუჰამედზე. "ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული" ანუ: ის, ვინც თვითონაა ქებული თავისი არსით, თვისებებითა და მოქმედებებით; უზენაესი თავისი სიდიადით, ძალაუფლებითა და გულუხვობით. "ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი" ანუ: მიეცი მას სიკეთე და ღირსება უმაღლესი დონით, გაამრავლე და განამტკიცე იგი.فوائد الحديث
სალაფები ერთმანეთს ცოდნის საკითხებს უძღვნიდნენ საჩუქრად.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) დალოცვის წარმოთქმის ვალდებულება ბოლო თაშაჰუდზე.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლა თავის საჰაბებს, როგორ მიესალმონ და ილოცონ მისთვის.
ეს ფორმულა არის ყველაზე სრულყოფილი ფორმა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვისას.