, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ…

, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო

მუ'ააზ იბნ ჯაბალ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».

[სანდო (საჰიჰ)]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მუ‘აზის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ხელი და უთხრა: ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ. და გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა სიტყვები: (ო, ალლაჰ, დამეხმარე, შენს გახსენებაში) ყველა იმ სიტყვასა და საქმეში, რაც დამაახლოვებს შენს მორჩილებასა და კმაყოფილებას, (და მადლობა გადაგიხადო) იმ წყალობებისთვის, რომლებიც მომმადლე, და განსაცდელებისთვის, რომლებიც მომაშორე, (და საუკეთესოდ გეთაყვანო), რაც მოიცავს ალლაჰისთვის გულწრფელობასა და მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლას.

فوائد الحديث

დაშვებულია ალლაჰისთვის სიყვარულის გამოხატვა ვინმეს მიმართ.

სასურველია ამ ვედრების კითხვა ყოველი სავალდებულო და ნებაყოფლობითი ლოცვის შემდეგ.

ამ ვედრებაში ამ მოკლე სიტყვებით მოცულია, როგორც ამქვეყნიური, ასევე საიქიო მოთხოვნები.

ალლაჰის გზაზე სიყვარულის სარგებელი მოიცავს სიმართლის რჩევას, ერთმანეთის დარიგებას და სიკეთესა და ღვთისმოსაობაში დახმარებას.

ატ-ტიიბიმ თქვა: «ალლაჰის ხსენება გულის სიმშვიდის წინაპირობაა, მისი მადლიერება წყალობების მიღების საშუალებაა, ხოლო საუკეთესო თაყვანისცემაში იგულისხმება იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც ალლაჰისგან გაშორებს».

التصنيفات

ლოცვის აზქარები