إعدادات العرض
როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ…
როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Français ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî සිංහල Русский Kiswahili অসমীয়া Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം Română ไทย Magyarالشرح
მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც გარდმოევლინა აიათი: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} მან მაშინვე განმარტა ეს აიათი და უზენაესი ალლაჰის ბრძანების აღსრულება იჩქარა თავის სიტყვებში: {მაშ, განადიდე შენი ღმერთი ქება-დიდებით და მას სთხოვე მიტევება}. და ის ცდილობდა, რომ ალლაჰი განედიდებინა ლოცვის დროს რუქუ'ის და საჯდას შესრულებისას: «დიდებული ხარ შენ», შორს ხარ ყველა იმ ნაკლოვანებისგან, რომელიც არ შეგეფერება შენ, «ღმერთო ჩვენო უფალო ქება-დიდება შენ», დიდებული ქება იყოს შენზე, შენი სრულყოფილი არსის თვისებების და ქმედებების შესაფერისი, «ღმერთო ჩემო მომიტევე მე», მაპატიე ჩემი ცოდვები და ნუ მომთხოვ მასზე პასუხს.فوائد الحديث
სასურველია ამ ვედრების ხშირად წარმოთქმა რუქუ'ის და საჯდას დროს.
ალლაჰისგან ცხოვრების ბოლოს მიტევების თხოვნა შეგონებაა იმისა, რომ ყველა თაყვანისცემა, განსაკუთრებით კი ლოცვა, უნდა სრულდებოდეს მიტევების თხოვნით, რათა ამგვარად იქნას შეუსრულებელი ნაკლოვანებების გამოსწორება.
ალლაჰთან დაახლოების საუკეთესო საშუალება, რომელიც ზრდის ვედრების მიღების ალბათობას, არის ალლაჰის განდიდება, მისი სრულყოფილების დამოწმება და იმის აღიარება, რომ ის თავისუფალია ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზისგან.
ალლაჰისგან მიტევების თხოვნის ღირსება ნებისმიერ მდგომარეობასა და გარემოებაში.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი თაყვანისცემა ღმერთზე და მისი ბრძანებაზე მორჩილება.
التصنيفات
ლოცვის აზქარები