إعدادات العرض
ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო
ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო
გადმოცემულია სავბანისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ლოცვას დაასრულებდა სამჯერ ითხოვდა მიტევებას (ასთა'აფირულლაჰ წარმოთქვამდა სამჯერ) თქვა: «ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო /ალლაჰუმმა ანთა ს-ალაამ, ვა-მინქა სალაამ, თაბაარაქთა ზალ-ჯალაალი ვალ-იქრაამ». ვალიდმა თქვა: მე ვუთხარი ავზა'ის: როგორია ისთიღფარი (მიტევების თხოვნა)? მან თქვა: უნდა თქვა: ასთღაფირულლაჰ, ასთღაფირულლაჰ (ღმერთო მომიტევე).
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Kinyarwanda नेपाली Română Српски Soomaali Moore Deutsch Українська Български Wolof Azərbaycan тоҷикӣ bm Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვას ამთავრებდა ამბობდა: ასთაღფირულლაჰ, ასთაღფირულლაჰ, ასთღაფირულლაჰ. (ღმერთო მომიტევე სამჯერ) შემდეგ განადიდებდა ღმერთს სიტყვებით: "ჩემო ღმერთო შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა შმვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და კეთილშობილო" . ალლაჰია დიდებული სრულყოფილი თვისებების მქონე, შორს არის ყოველგვარი ნაკლოვანებისგან, მისგან უნდა იქნას მშვიდობა მოძიებული ყოველი ბოროტებისგან ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური, ის არის დიდებული, მისი სიკეთე ძალიან ბევრია ორივე ქვეყანაში, ის არის სიდიადის და სიკეთის პატრონი.فوائد الحديث
მოწონებული საქციელია მიტევების თხოვნა ყოველი ლოცვის შემდეგ და მისი სისტემატიურობა.
მოწონებული საქციელია მიტევების თხოვნა ღვთისმსახურებებში დაშვებული ნაკლოვანებების ასანაზღაურებლად და ღვთისმორჩილებაში გამოჩენილი სისუსტისთვის.
التصنيفات
ლოცვის აზქარები