როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ის ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის,…

როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ის ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა

გადმოცემულია იბნ აბუ აუფასგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფლი), რომელმაც თქვა: «როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ის ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ“ / "სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვაში რუქუ'იდან სწორდებოდა, ამბობდა: შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც მას ადიდებს. ეს ნიშნავს, რომ ვინც აქებს უზენაეს ალლაჰს, იგი იღებს მის პასუხს, ალლაჰი მის ქებას იღებს და მას ჯილდოს ანიჭებს. შემდეგ აქებდა ალლაჰს სიტყვებით: "ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ". ეს ქება წარმოადგენს იმ მადლიერებას, რომელიც ავსებს ცასა და დედამიწას, რაც მათ შორისაა, და ყველაფერს, რაც ალლაჰის ნებით არსებობს.

فوائد الحديث

რეკომენდაციები, თუ რა უნდა წარმოთქვას მლოცველმა რუქუ'დან თავის აწევის დროს.

შარიათის მიხედვით რუქუ'დან თავაწევის შემდეგ სწორად დგომის და სიმშვიდის აუცილებლობა. შარიათით დადგენილია, რომ მლოცველი რუქუ'დან თავაწევის შემდეგ აუცილებლად უნდა გასწორდეს და სიმშვიდეს მიაღწიოს.

ამ ზიქრების შესრულება ყველა ლოცვაში შარიათით დადგენილია, იქნება ეს სავალდებულო თუ ნაფილე ლოცვები.

التصنيفات

Obligatory Acts of Prayer, ლოცვის ფორმა, ლოცვის აზქარები