إعدادات العرض
ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ…
ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია
გადმოცემულია აბუ მუსა ალ აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი აშარიტების ჯგუფთან ერთად. ჩვენ მასთან მივედით, რათა სატრანსპორტო ცხოველები გვეთხოვა. მან კი თქვა: «ვფიცავ ალლაჰს, ვერ მოგცემ სატრანსპორტო ცხოველებს, რადგან არაფერი მაქვს, რომ მოგცეთ». ჩვენ ცოტა ხანს დაველოდეთ, და მასთან მოიყვანეს აქლემები. შემდეგ მან მოგვცა სამი აქლემი. გზად მივდიოდით და ერთმანეთს ვუთხარით: "ალლაჰი არ გვიბოძებს ბარაქას... ჩვენ ხომ ალლაჰის მოციქულთან მივედით სატრანსპორტო ცხოველების სათხოვნელად, და მან დაიფიცა, რომ ვერ მოგვცემს, მაგრამ მოგვცა!" ამის შემდეგ ისევ მივედით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ეს ყველაფერი მოვუყევით. მან კი თქვა: «ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî മലയാളം Kiswahili සිංහල አማርኛ অসমীয়া ગુજરાતી Tiếng Việt دری Nederlands नेपाली پښتو ไทย Svenska Oromoo Кыргызча Română తెలుగు Lietuvių Malagasy ಕನ್ನಡ Српски Mooreالشرح
აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თავისი ტომის ჯგუფთან ერთად. მათი მიზანი იყო, რომ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათთვის აქლემები მიეცა, რომელზეც მგზავრობას შეძლებდნენ, რათა ჯიჰადში მონაწილეობა მიეღოთ. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ ვერ უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტით, რადგან მას არ ჰქონდა ის, რაც მათ ამისთვის დასჭირდებოდათ, ისინი დაბრუნდნენ და გარკვეული დროით გაჩერდნენ. შემდეგ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიყვანეს სამი აქლემი, რომლებიც მან მათ გაუგზავნა. მათ შორის ზოგიერთმა თქვა: "ალლაჰი ბარაქას არ მოგვცემს ამ აქლემებში, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ არ მოგვცემს მათ". შემდეგ ისინი მივიდნენ მასთან და ჰკითხეს. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უპასუხა: »თქვენი უზრუნველყოფა ალლაჰმა მოახდინა, რადგან სწორედ მან მოგანიჭათ მადლი და გამოგიგზავნათ საკმარისი საშუალებები. მე მხოლოდ მიზეზი ვარ, რომლის მეშვეობითაც ეს მოხდა», შემდეგ თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას): «ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰის ნებით თუ რამეზე დავიფიცებ, რომ გავაკეთო ან დავტოვო, მაგრამ ვხედავ, რომ ფიცის საწინააღმდეგო უფრო კარგი და უკეთესია, მაშინ ვირჩევ საუკეთესო გზას, ვტოვებ იმას, რაზეც დავიფიცე, და ვასრულებ ფიცის გამოსყიდვას».فوائد الحديث
დაშვებულია ფიცის დადება მოთხოვნის გარეშე, რათა გამყარდეს ინფორმაცია, თუნდაც ეს ეხებოდეს მომავალს.
ფიცის დროს ფრაზის "ინ შაა ალლაჰ" გამოყენება დასაშვებია როგორც გამონაკლისი. თუ ეს გამონაკლისი ფიცთან ერთად იყო განზრახული და უშუალოდ მას მოჰყვებოდა, მაშინ, ფიცის დარღვევის შემთხვევაში, გამოსყიდვა არ არის სავალდებულო.
წახალისებულია ფიცის დარღვევა, თუ ადამიანი ხედავს, რომ ფიცის საწინააღმდეგო ქმედება უკეთესია და უფრო სიკეთეს მოიტანს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ფიცის გამოსყიდვა.
التصنيفات
ფიცი და აღთქმა