ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და გზები ჩაიკეტა, შეევედრე ალლაჰს გამოგვიგზავნოს წვიმა

ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და გზები ჩაიკეტა, შეევედრე ალლაჰს გამოგვიგზავნოს წვიმა

გადმოცემულია ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): პარასკევ დღეს ერთი პიროვნება შემოვიდა მეჩეთში სასამართლოს მხარეს მდებარე კარებიდან, ამ დროს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იდგა და ქადაგებდა, ეს პიროვნება გაუსწორდა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხზე მდგომი და შემდეგ თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და გზები ჩაიკეტა, შეევედრე ალლაჰს გამოგვიგზავნოს წვიმა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია მაღლა ხელები, შემდეგ კი თქვა: «ღმერთო ჩემო, დაგვეხმარე (წვიმით)! ღემრთო ჩემო დაგვეხმარე! ღმერთო ჩემო დაგვეხმარე!» ანასმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, ცაზე არ მოჩამდა არცერთი ღრუბელი, ჩვენსა და სალ' მთას შორის არცერთი საცხოვრებელი და სახლი არ იყო, ანასმა თქვა: უეცრად მის უკან გამოჩნდა ფარივით აღმართული ღრუბელი, როდესაც ის ზეცაში ზენიტში ავიდა გაიფანტა და შემდეგ გაწვიმდა, ვფიცავ ალლაჰს, ერთი კვირის განმავლობაში მზე არ გვინახია, შემდეგ იმ კარიდან კაცი შემოვიდა პარასკევ დღეს, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისევ იდგა და ქადაგებდა, ისევ მის გასწვრივ დადგა და თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და ჩაიკეტა გზები, შეევედრე ალლაჰს შეწყვიტოს წვიმა, თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია ხელები და თქვა: «ღმერთო ჩემო, ჩვენს ირგვლივ იწვიმოს ჩვენს, თავზე არა, ღმერთო ჩემო მაღლობებზე, დაბლობებზე, მდინარის გულებში და მცენარეთა ფესვებში იწვიმოს». ანასმა თქვა: შეწყდა წვიმა, როდესაც ლოცვას მოვრჩით და გამოვედით მზე იყო, შარიქმა თქვა: მე ანას იბნ მალიქს შევეკითხე: ის ისევ იგივე პიროვნება იყო? მან თქვა: ''არ ვიცი''.

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ერთი ბედუინი შევიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში, ჯუმა დღეს, დასავლეთის მხრიდან, იმ კარიდან, რომელიც მიმართული იყო უმარ იბნ ალ-ხატაბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სახლისკენ. იმ დროს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე იდგა და ხუტბას კითხულობდა. ბედუინმა მიმართა მას და თქვა: — ო, ალლაჰის შუამავალო, საქონელი დაიხოცა, გზები გაიჭრა — რადგან ცხოველები, რომლითაც ხალხი მგზავრობს, დაიხოცა ან შიმშილით ძალა დაკარგა. ამიტომ სთხოვე ალლაჰს, რომ ჩვენზე წვიმა მოავლინოს. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია ხელები და თქვა: ღმერთო ჩემო დაგვარწყულე, ღმერთო ჩემო დაგვარწყულე, ღმერთო ჩემო დაგვარწყულე. ანას ბინ მალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ვფიცავ ალლაჰს, ცაზე არ მოჩანდა არცერთი წვიმის ღრუბელი, არც მეჩეთში ჩვენსა და მის დასავლეთით მდებარე სა'ლ მთას შორის არ იყო არცერთი საცხოვრებელი და სახლი, რომელიც ეფარებოდა ღრუბელს და ხელს გვიშლიდა მის დასანახავად. ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მისი უკანა მხრიდან (მთის) ამოვიდა მომრგვალო პატარა ღრუბელი, ფარის მსგავსი, როდესაც მედინას შუაგულში მოვიდა გაიფანტა, შემდეგ გაწვიმდა, ვფიცავ ალლაჰს, ჩვენ მზე მომდევნო პარასკევის ლოცვამდე აღარ გვინახია, როდესაც ისევ ის კაცი შემოვიდა ისევ იგივე კარებიდან, ამ დროს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იდგა და ქადაგებდა, მას გაუსწორდა ფეხზე მდგომი და თქვა: ო, ალლაჰის შუამვალო, განადგურდა ქონება, გაწყდა გზები, შეევედრე ალლაჰს რომ შეწყვიტოს წვიმა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია ხელები და თქვა: ღმერთო ჩემო, ჩვენს ირგვლივ აწვიმე და არა ჩვენს თავს, ღმერთო ჩემო, მიწაზე ამაღლებულ ადგილებში, როგორიცაა, ბორცვი და პატარა მთები, მდინარის გულები და მცენარეთა ფესვები. ანასმა თქვა: გაიფანტა წვიმით სავსე ღრუბელი, და როდესაც გამოვედით მეჩეთიდან მზიანი ამინდი იყო.

فوائد الحديث

სარჩოს ძიებაში მიზეზების შექმნა აუცილებელია, მაგალითად: ვედრება და მოგზაურობა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს ალლაჰზე მიკედლებას.

სასურველია, რომ წვიმის სურვილით წავიკითხოთ ის ვედრება, რომელსაც შუამავალი კითხულობდა.

ნებადართულია "ისთისჰა" – წვიმის შეჩერების თხოვნის ვედრება იმ შემთხვევაში, თუ წვიმა ზიანს აყენებს. ამასთან, განსაკუთრებულად ითხოვება, რომ წვიმა დარჩეს გორაკებზე, ბორცვებზე და ხეობებში, რადგან ეს უფრო სასარგებლოა მიწათმოქმედებისა და საძოვრებისთვის.

ნებადართულია დუაʾ-ს თხოვნა იმ ადამიანებისგან, რომელთაც მათში მყოფი სიკეთე და ღვთისმოშიშება შეიმჩნევათ ცოცხალთა შორის, ვინც ახლოს არიან. ეს არის ნებადართული სახის თავასსული (ალლაჰთნ დაახლოება ვედრების საშუალებით), ხოლო სხვისი „ჯაჰ“-ით (ღირსებითა და სტატუსით) თავასსული — იქნება იგი ცოცხალი თუ მიცვალებული — დაუშვებელია, რადგან ეს არის შირქისკენ მიმავალი საშუალება.

ნებადართულია ვედრებაში დაჟინებით და გამეორებით ვედრება.

ნებადართულია საჭიროების შემთხვევაში ხატიბზე (მქადაგებელზე) მიმართვა (თხოვნით, რომ შეევედროს ალლაჰს).

უზენაესი ალლაჰის ძლევამოსილების დანახვა წვიმის გამოგზავნის და შეკავების დროს.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიბრძნე ვედრების დროს, როდესაც ისურვა წვიმის შეწყვეტა იქ, სადაც მოჰქონდა ზარალი და წვიმა იქ, სადაც არ მოჰქონდა ზარალი.

ნებადართულია ქადაგების დროს წვიმის თხოვნის ვედრების შესრულება.

ვედრების დროს ხელების აწევა: რადგან მასში არის უძლურების გამოხატულება, ასე უფრო მეტია ალბათობა ვედრებაზე პასუხის მიღების, სწავლულები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ამ დროს ხელების აწევა ნებადართულია.

ეს იყო ერთ-ერთი სასწაული შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სასწაულებიდან, რომელიც მის შუამავლობაზე მიუთითებს, რადგან მაშინვე პასუხი გაეცა მის ვედრებას, როდესაც წამოვიდა წვიმა და შეწყდა.

التصنيفات

წვიმისთვის ლოცვა