ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) …

ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი

იმრან იბნ ჰუსაინ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს და ამბობს: «ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი» შემდეგ მეორე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და ისიც დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ოცი» შემდეგ მესამე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და თქვა: «ოცდაათი».

[კარგი (ჰასან)]

الشرح

ერთ კაცმა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა სალამზე, და ეს კაცი დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მას დაეწერა ათი სიკეთე, შემდეგ მეორე ადამიანი მივიდა და თქვა: ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ, მოციქულმა უპასუხა მას სალამზე, და ეს კაციც დაჯდა. შემეგ თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მას დაეწერა ოცი სიკეთე, მერე მესამე კაცი მივიდა და თქვა: ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა მას სალამზე, და ეს კაცი დაჯდა. შემდეგ მოციქულმა თქვა: "მას დაეწერა ოცდაათი სიკეთე, ეს ნიშნავს, რომ თითოეული დამატებული სიტყვა ათი სიკეთის მომტანია".

فوائد الحديث

მოსული ადამიანი იწყებს მჯდომარესადმი მისალმებით.

მადლის გაზრდა მისალმების სიტყვების დამატებით.

სრულყოფილი მისალმებაა: ასსალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, საუკეთესო პასუხია: ვა ალაიქუმ ასსალამ ვა რაჰმათულლაჰი ვაბარაქაათუჰ.

მისალმებისა და პასუხის ხარისხები განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება ჯილდოც.

ხალხისთვის სიკეთის სწავლება და მათთვის საუკეთესოს მიღწევის შეხსენება.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «თუ მიმსალმებელი დაამატებს (ვა რაჰმათულლაჰ) სასურველია, რომ საპასუხოდ დაემატოს (ვაბარაქაათუჰ). მაგრამ თუ ის დაამატებს (ვა ბარაქაათუჰ), დაშვებულია თუ არა საპასუხოდ რაიმის დამატება? და ასევე, თუ მიმსალმებელი გადააჭარბებს ვა ბარაქაათუჰს, არის თუ არა ეს დაშვებული? მაალიქმა „ალ-მუვატტაში“ გადმოიტანა იბნ აბასის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სიტყვები: "სალამი დამთავრდა ბარაქაზე"».

التصنيفات

მისალმების ეთიკა და ნებართვა