إعدادات العرض
განკითხვის დღეს მორწმუნე მიუახლოვდება მის უფალს, დიდებულს და უზენაესს, ისე, რომ ის დაფარავს მას თავისი…
განკითხვის დღეს მორწმუნე მიუახლოვდება მის უფალს, დიდებულს და უზენაესს, ისე, რომ ის დაფარავს მას თავისი გადასაფარით. შემდეგ მას შეახსენებს მის ცოდვებს
საფვან იბნ მუჰრიზმა თქვა: «ერთმა კაცმა ჰკითხა იბნ უმარს (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი): როგორ მოისმინე ალლაჰის შუამავლის სიტყვები (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფარულ საუბარზე? თქვა: მოვისმინე, რომ ის ამბობდა: «განკითხვის დღეს მორწმუნე მიუახლოვდება მის უფალს, დიდებულს და უზენაესს, ისე, რომ ის დაფარავს მას თავისი გადასაფარით. შემდეგ მას შეახსენებს მის ცოდვებს და ჰკითხავს: „იცნოობ(შენს ცოდვებს)?“ ის პასუხობს: "ჰო, ჩემო ღმერთო, ვიცნობ". მაშინ უფალი ეტყვის: "მე დავფარე ისინი შენთვის ამ დუნიაში და დღეს კი გპატიობ". შემდეგ მას გადაეცემა მისი კეთილი საქმეების წიგნი. რაც შეეხება ურწმუნოებს და მუნაფიყებს (თვალთმაქცებს), მათზე ხმამაღლა გამოაცხადებენ ყველა ქმნილების წინაშე: "ესენი არიან ისინი, ვინც ცრუობდნენ ალლაჰზე"».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Français Tiếng Việt Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල Русский Nederlands অসমীয়া ગુજરાતી አማርኛ پښتو ไทย മലയാളം नेपाली Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო ალლაჰსა და მისი მორწმუნე მსახურის ფარულ დიალოგზე განკითხვის დღეს და თქვა: განკითხვის დღეს ალლაჰი მორწმუნეს თავისთან მიახლოვებს და თავისი საფარველით დაფარავს, რათა მოლოდინში მყოფ ხალხს მისი საიდუმლო არ გამოეხსნას. შემდეგ ალლაჰი მას ეტყვის: აცნობიერებ ამა და ამ ცოდვას? შემდეგ ალლაჰი შეახსენებს იმ ცოდვებზე, რომლებიც მისა და მისი მსახურის შორის იყო. მორწმუნე უპასუხებს: დიახ, ჩემო ღმერთო. როდესაც მორწმუნე შეშინდება და შეძრწუნდება, ქებული ალლაჰი ეტყვის მას: ამ ქვეყანაში მე დავფარე ისინი შენთვის, და დღეს მე მათ გპატიობ, შემდეგ ალლაჰი მას გადასცემს მისი კეთილი საქმეების ჩანაწერს. რაც შეეხება ურწმუნოებსა და თვალთმაქცებს, მათ შესახებ ხმამაღლა გამოცხადდება ხალხმრავლობის წინაშე: ესენი არიან, ვინც თავიანთ ღმერთზე ტყუილს ამბობდნენ! ალლაჰის წყევლა იყოს უსამართლოებზე - მჩაგვრელებზე.فوائد الحديث
ალლაჰის სიკეთე და შეწყალება მორწმუნეთათვის იმაში გამოიხატება, რომ ის მათ ამქვეყნადაც და საიქიოშიც დაფარავს და დაიცავს.
მორწმუნის ცოდვების დაფარვის წახალისება, როცა ეს შესაძლებელია.
ყველა საქმე, რომელსაც ადამიანები ასრულებენ, აღრიცხულია მათი უფლის მიერ. ვინც სიკეთეს იპოვის, მან ალლაჰს მადლობა შესწიროს, ხოლო ვინც სხვა რამეს იპოვის, მან მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს, რადგან ის ალლაჰის ნებას ექვემდებარება.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «განსჯის დღეს ცოდვილი მუსლიმების ორი კატეგორია იქნება: პირველი: 1. ისინი, ვისი ცოდვებიც მხოლოდ ალლაჰსა და მათ შორისაა. ეს კატეგორიაც ორ ნაწილად იყოფა:
ა) ვისი ცოდვებიც ამ ქვეყანაში დაფარული იყო – ესენი ისინი არიან, ვისაც საიქიოში ალლაჰი დაფარავს, როგორც ამას იბნ უმარის ჰადისის ტექსტი მიუთითებს. ბ) ვისი ცოდვებიც ღიად და საჯაროდ ხდებოდა – ესენი განსხვავებულ მდგომარეობაში იქნებიან, რადგან მათ თავიანთი ცოდვები არ დაუმალავთ. 1. ისინი, ვისი ცოდვებიც დაკავშირებული იყო ადამიანებთან. ეს კატეგორიაც ორ ნაწილად იყოფა: ა) ვისი ცუდი საქმეებიც კარგ საქმეებზე უფრო მეტია – ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მაგრამ საბოლოოდ შუამდგომლობის წყალობით იქიდან გამოყვანილნი იქნებიან. ბ) ვისი ცუდი და კარგი საქმეებიც თანაბარია – ისინი ვერ შევლენ სამოთხეში, სანამ მათ შორის სამართლებრივი ანგარიშსწორების პროცესი არ დასრულდება.
التصنيفات
უკანასკნელი დღის რწმენა