إعدادات العرض
ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში
ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგზაურობაში იყო და დაინახა ხალხის შეკრება და ერთი ადამიანი, რომლის თავზეც ჩრდილი გაუკეთეს. მან იკითხა: «ეს რა არის?» უთხრეს: «ის მარხვას იცავს». მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში». ხოლო სხვა გადმოცემაში, რომელსაც იმამ მუსლიმი გადმოსცემს, ასეა ნათქვამი: «მიიღეთ ის შვება ალლაჰისაგან, რომელიც მან თქვენთვის ნებადართული გახადა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Français සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Русский دری Македонски Tiếng Việt Magyar ไทย অসমীয়া Nederlands ਪੰਜਾਬੀ Kiswahili ગુજરાતીالشرح
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სამოგზაუროდ იყო, რა დროსაც შეამჩნია ერთი კაცი, რომელსაც ხალხის ჯგუფი თავს დასტრიელებდა, მზის მწველი სიცხისა და ძლიერი წყურვილის გამო მას უჩრდილავდნენ, მან იკითხა: რა მოუვიდა მას? უთხრეს: მარხულია, მან თქვა: მგზავრობაში მარხვა ღვთისმოშიშება არ არის, ალლაჰის მიერ თქვენზე ბოძებული სიადვილით ისარგებლეთ.فوائد الحديث
ისლამური კანონის სიადვილის განმარტება.
მგზავრობაში მარხვა ნებადართულია, ასევე ნებადართულია მარხვის შეწყვეტის ნებართვით სარგებლობა.
მგზავრობის დროს თუ სირთულეს წარმოადგენს მარხვა მოუწონარია, და თუ მარხვა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაშინ აკრძალულია.
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «მგზავრობაში მარხვა არ არის ღვთისმოშიშობა: ნიშნავს: თუ გიძნელდებათ მარხვა და შიშობთ, რომ რაიმე ზარალს ნახავთ, ამ ჰადისის კონტექსტი ამაზე მიუთითებს».
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ გამოჩენილი ყურადღება მისი საჰაბების მიმართ და მათი მდგომარეობის მოკითხვა.
التصنيفات
გამართლების მქონე ადამიანთა მარხვა