إعدادات العرض
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა…
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როცა მას ჯიბრილი (ალლაჰის მშვიდობა მას) ხვდებოდა
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როცა მას ჯიბრილი (ალლაჰის მშვიდობა მას) ხვდებოდა, ჯიბრილი ყოველ ღამეს რამადანში მას ხვდებოდა და ერთად სწავლობდნენ ყურანს. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთით უფრო გულუხვი იყო, ვიდრე მოქცეული ქარი».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Português සිංහල Русский অসমীয়া Kiswahili Tiếng Việt አማርኛ ગુજરાતી Nederlands پښتو دری Hausa नेपाली ไทย മലയാളം Кыргызча Română Malagasy Svenska Српски తెలుగు Moore Magyarالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო, და ის განსაკუთრებით მზრუნველი და გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როდესაც ის აძლევდა იმას, რაც უნდა მიეცეს, და იმათ, ვისაც ეს ეკუთვნოდა. ამ გაზრდილი გულუხვობის მიზეზები იყვნენ ორი რამ: პირველი: ჯიბრილთან შეხვედრა (მშვიდობა მას). მეორე: ყურანის სწავლა, რაც გულისხმობს მის ზეპირად კითხვის პროცესს. ჯიბრილი (მშვიდობა მას) მასთან ერთდ იმეორებდა ყველა იმ ნაწილს, რაც ყურანიდან იყო გარდმოცემული. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო ყველაზე გულუხვი, კეთილშობილი და სიკეთის მქმნელი, ის უფრო სწრაფად ეხმარებოდა ადამიანებს, ვიდრე სასარგებლო ქარი, რომელსაც ალლაჰი წვიმითა და წყალობით გზავნის.فوائد الحديث
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გულუხვობისა და მისი სიკეთის სიუხვის განმარტება, განსაკუთრებით რამადანში, რადგან ეს თვე არის მორჩილების თვე და სიკეთის სეზონი.
მოწოდება გულუხვობისკენ ნებისმიერ დროს, ხოლო რამადნის თვეში მისი უფრო მეტად გამოვლენა სასურველია.
გულუხვობის, ქველმოქმედების, სიკეთის კეთებისა და ყურანის კითხვის გახშირება რამადნის თვეში.
ცოდნის შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზია მისი ერთად გამეორება ცოდნის მაძიებლებთან და სწავლულებთან.