ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ

ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ

გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც მათ რამეს უბრძანებდა, უბრძანებდა იმ საქმეებს რომელიც მათ შეეძლოთ, და ამბობდნენ: ჩვენ შენი მსგავსი არ ვართ, ო, ალლაჰის შუამავალო, ჭეშმარიტად, ალლაჰმა მოგიტევა შენ წარსულში ჩადენილი ცოდვები და მომავალში არსებული, შუამავალი ბრაზდებოდა ისე, რომ შემდეგ სიბრაზე ემჩნეოდა სახეზე, და ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ».

الشرح

მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ხალხს რაიმეს უბრძანებდა, ის ყველაზე ადვილს უბრძანებდა მათ, რათა მარტივი ყოფილიყო მათთვის მისი შესრულება ყოველგვარი სირთულეების გარეშე, იმის შიშით იქცეოდა ასე, რომ მათ არ შეეწყვიტათ სისტემატიური ქმედებები, და ის აკეთებდა მსგავს ქმედებებს რასაც მათ უბრძანებდა უფრო შემსუბუქებული ფორმით, მაგრამ მათ ისურვეს მისგან უფრო მეტი, რაც მათთვის სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ უფრო მეტის გაკეთება, რათა ამაღლებულიყო მათი საფეხურები. და ამბობდნენ: ჩვენი მდგომარეობა შენს მდომარეობას არ ჰგავს ო, ალლაჰის შუამავალო, ჭეშმარიტად, ალლაჰმა გაპატია შენ ყველა ცოდვა რაც წარსულში იყო და რაც მომავალშია, ის გაბრაზდა ისე, რომ მას სიბრაზე დაემჩნა სახეზე, შემდეგ თქვა: ჭეშმარიტად, მე თქვენს შორის ყველაზე მეტად ღვთისმოშიში ვარ და ყველაზე უკეთესად ვცნობ ალლაჰს, შეასრულეთ ის, რასაც გიბრძანებთ.

فوائد الحديث

იბნ ჰაჯარმა თქვა: «მან უბრძანა ის, რაც მათთვის მარტივი იყო, რათა მათ მუდმივად განეგრძოთ ეს, როგორც სხვა ჰადისშია ნათქვამი: "ყველაზე საყვარელი საქმე ალლაჰისთვის არის ის, რომელიც უწყვეტად სრულდება".

ღვთისმოსავმა ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს კარგი ქმედებები, მის ღვთისმოსავობაზე დაყრდნობით.

ნებადართულია ადამიანმა ისაუბროს თავის კეთილშობიერებაზე საჭიროების მიხედვით, როცა თავს დაზღვეულად გრძნობს, თავისქებისგან და ამპარტავნების გან.

ღვთისმსახურებაში უმთავრესი ზომიერება და სისტემატიურობაა, და არა გადაჭარბება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეწყვეტა.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «მსახური როცა მიაღწევს უმაღლეს საფეხურს ღვთისმსახურებაში და მის ნაყოფიერებაში, ეს მისთვის არის მოტივაცია, რომ მუდმივად აკეთოს კარგი საქმე, რათა დარჩეს მისთვის ეს წყალობა და ამ წყალობისთვის უფრო მეტი მადლიერება გამოხატოს».

შარიათის ბრძანების დარღვევისას რისხვის კანონიერება და გონიერის, რომელსაც შეუძლია მნიშვნელობის გაგება, მაგრამ გულგრილობას იჩენს, გაკიცხვა — რათა იგი წახალისდეს სიფხიზლისკენ.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანაგრძნობა თავისი უმმეთის მიმართ, რელიგია არის მარტივი და ერთღმერთიანობის შარიათი არის ლოიალური.

საჰაბების მტკიცე სურვილი ღვთისმსახურების შესრულების და სურვილი, რომ უფრო მეტი სიკეთე აკეთონ.

იმ საზღვრების დაცვა, რაც დაადგინა შარიათმა სირთულეა თუ სიადვილე, და იმის გათვითცნობიერება, რომ უფრო მარტივის აღება, რომელიც შარიათს ემთხვევა უმჯობესია, ვიდრე რთულის, რომელიც შარიათს ეწინააღმდეგება.

التصنيفات

ჩვენი მოციქული მუჰამმედი ﷺ, ისლამური მმართველობა, The Sunnah, კეთილი საქმეების ღირებულებები