ჭეშმარიტად, მე წარმოვეგზავნე იმისათვის, რომ დავასრულო კეთილი ზნეობის სრულყოფა

ჭეშმარიტად, მე წარმოვეგზავნე იმისათვის, რომ დავასრულო კეთილი ზნეობის სრულყოფა

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს რომ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, მე წარმოვეგზავნე იმისათვის, რომ დავასრულო კეთილი ზნეობის სრულყოფა».

[კარგი (ჰასან)]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ალლაჰმა ის გაგზავნა იმისათვის, რომ ზნეობრივი ღირსებები და კეთილი ხასიათი დაესრულებინა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო წინამორბედი მოციქულთა გზის გამგრძელებელი და არაბთა კეთილი თვისებების სრულყოფის მომტანი. ისინი სიყვარულით ეკიდებოდნენ სიკეთეს და სძულდათ ბოროტება, იყვნენ ღირსების, გულუხვობისა და სიმამაცის ხალხი, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოევლინა მათი ზნეობის ნაკლოვანებების გამოსწორებისთვის, როგორიც იყო მოძალებული წარმოშობითი სიამაყე, ამპარტავნება, ღარიბთა დაჩაგვრა და სხვა მანკიერი ჩვევები.

فوائد الحديث

მოწოდება კეთილ ზნეობრივ თვისებებზე და გაფრთხილება მათი საწინააღმდეგოსგან.

კეთილი ზნეობის მნიშვნელობის განმარტება ისლამურ შარიათში და მისი უმთავრეს პრიორიტეტებში ყოფნა.

უმეცარ ხალხს ზოგიერთი კეთილი ზნეობრივი თვისებები ჰქონდათ დარჩენილი, როგორიცაა გულუხვობა, სიმამაცე და სხვა ღირსებები, და ისლამი მოვიდა მათ დასასრულებლად და სრულყოფისთვის.

التصنيفات

დიდებული ზნეობა