إعدادات العرض
შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით
შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî தமிழ் অসমীয়া Nederlands Kiswahili አማርኛ ไทย ગુજરાતી Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სამოთხეში შესულთაგან ყველაზე დაბალი და უმცირესი ადგილი მას ექნება, ვისაც ალლაჰი ეტყვის: "ისურვე!" და ის ისურვებს, სანამ ყველა სურვილი არ გაახსენდება და არ იტყვის. შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს: "ნუთუ ყველაფერი ისურვე? ის უპასუხებს: " დიახ." მაშინ ალლაჰი ეტყვის: "შენ მიიღებ ყველაფერს, რაც ისურვე, და ამდენივეს დამატებით!"فوائد الحديث
ხალხის განსხვავებული მდგომარეობა სამოთხეში.
ყოვლისმოწყალე და უზენაესი ალლაჰის უდიდესი გულუხვობის განმარტება.
სამოთხის მოწყალება არ არის შეზღუდული მხოლოდ კონკრეტული რამით; მორწმუნე იქ ყველაფერს იპოვის, რაც ისურვა და რაც მისი სული ისურვებს, ეს ყველაფერი უზენაესი ალლაჰის წყალობიდან, სიკეთიდან და გულუხვობიდან გამომდინარეობს.