إعدادات العرض
როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის…
როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Kurdî Português සිංහල Nederlands অসমীয়া Kiswahili ગુજરાતી አማርኛ پښتو ไทย Română മലയാളം Deutsch Oromooالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მათ, ვინც იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ გამოირეცხონ ცხვირი. გამოსარეცხად საჭიროა წყლის ცხვირიდან გამოტანა მისი ჩასუნთქვის შემდეგ. ეს მითითება დაკავშირებულია იმასთან, რომ შაიტანი ღამით ნესტოებში, უფრო ზუსტად კი მთლიან ცხვირში იმყოფება.فوائد الحديث
ყველა ადამიანს, ვინც იღვიძებს ძილის შემდეგ, ევალება ცხვირის გამორეცხვა, რათა შაიტნის კვალი ნესტოებიდან მოიცილოს. თუ ადამიანი აპირებს აბდესის აღებას, ეს მითითება კიდევ უფრო სავალდებულო ხდება.
ცხვირის გამორეცხვა (ისთინსარ) ასრულებს წყლის ჩასუნთქვის (ისთინშაყ) პროცესს, რადგან ისთინშაყ ასუფთავებს ცხვირის შიდა ნაწილს, ხოლო ისთინსარს გამოჰყავს დაგროვილი ჭუჭყი წყალთან ერთად.
ამ ქმედების დაკავშირება ღამის ძილთან გამომდინარეობს სიტყვა „يَبيت“ („ღამით ყოფნა“) გამოყენებიდან, რადგან ღამისთევა გულისხმობს სწორედ ღამის ძილს. გარდა ამისა, ღამის ძილი, როგორც წესი, ხანგრძლივი და ღრმა მდგომარეობით გამოირჩევა.
ჰადისში მითითებულია, რომ შაიტანი კონტაქტში მოდის ადამიანთან, თუმცა მას(ადამიანს) არ ესმის და ვერ აცნობიერებს ამას.
التصنيفات
პატარა განბანვის ფორმა