إعدادات العرض
მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა
მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა
გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა: შუბლზე და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე. და ამეკრძალა ტანსაცმლის და თმების აკეცვა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Русский 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá සිංහල دری Кыргызча or Kinyarwanda नेपाली Malagasy Română Lietuvių Oromoo Nederlands Soomaali Српски Deutsch Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ალლაჰმა მას უბრძანა ლოცვის დროს შვიდი სხეულის ნაწილით ეხებოდეს მიწას, როცა საჯდას ასრულებს; ესენია: პირველი: შუბლი, რომელი არის ცხვირის და თვალების ზედა სახის ნაწილი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუთითა ცხვირისკენ, იმის მანიშნებლად, რომ შუბლი და ცხვირი ერთ ნაწილს შეადგენს ამ შვიდი ორგანოდან. და ასევე იმის დასადასტურებლად, რომ საჯდას შემსრულებელი ცხვირითაც უნდა ეხებოდეს მიწას. მეორე და მესამე ორგანო: ხელის მტევნები. მეოთხე და მეხუთე: მუხლები. მექვსე და მეშვიდე: ორივე ფეხის თითები. გვიბრძანა, რომ არ შევიკრათ (შევისწოროთ) თმები და არ შევიკრათ (შევისწოროთ) ტანსაცმელი, როდესაც საჯდას შესასასრულებლად მივდივართ, ტანსაცმლის ან თმების დაცვის მიზნით; არამედ, დავუშვათ მიწაზე ისე, როგორც არის, და ისინიც შეასრულებენ საჯდას სხეულის სხვა ორგანოებთან ერთად.فوائد الحديث
ხსეულის შვიდ ორგანოზე საჯდას შესრულების აუცილებლობა.
თმების და ტანსაცმლის შეკვრა აკეცვა ლოცვის დროს მოუწონარი საქციელია.
აუცილებელია მლოცველი იყოს მშვიდად ლოცვის დროს, ასე რომ მან სხეულის შვიდი ორგანო უნდა შეახოს მიწას საჯდაზე, და გაჩერდეს ამ მდგომარეოაში იმდენ ხანს, სანამ არ შეასრულებს იქ წასაკითხავ ვედრებას.
თმების შეკვრის აკრძალვა ეკუთვნის მხოლოდ მამაკაცებს და არა ქალებს, რადგან ქალისთვის ლოცვის დროს ნაბრძანებია დაფარვა.
التصنيفات
ლოცვის ფორმა