როცა საჯდას ასრულებ, დადე შენი ხელისგულები და ასწიე იდაყვები

როცა საჯდას ასრულებ, დადე შენი ხელისგულები და ასწიე იდაყვები

გადმოცემულია ალ-ბარასგან, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «როცა საჯდას ასრულებ, დადე შენი ხელისგულები და ასწიე იდაყვები».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ხელების მდგომარეობა საჯდას დროს. მლოცველმა უნდა დააფიქსიროს ხელისგულები მიწაზე, თითები შეკრული უნდა იყოს და მიმართული ქააბასკენ. იდაყვები – ანუ წინამხრისა და მხრის სახსარი – უნდა იყოს აწეული მიწიდან და ოდნავ დაშორებული ტანისგან.

فوائد الحديث

მლოცველისთვის აუცილებელია, რომ ხელისგულები მიწაზე დააფიქსიროს, რადგან ხელისგულები იმ შვიდი ორგანოდან არის, რომელთა გამოყენება საჯდას დროს სავალდებულოა.

სასურველია, რომ მლოცველმა ხელები მიწიდან ასწიოს და არა სასურველია, რომ ხელები დააწყოს ისე, როგორც მხეცი წევს წინ თავის თათებს.

ნებადართულია თაყვანისცემის დროს სიმხნევის, ძალის და გულმოდგინების გამოჩენა.

როცა მლოცველი საჯდას ასრულებს და იყენებს ყველა იმ ორგანოს, რომელიც საჯდაში მონაწილეობს, მაშინ თითოეული ორგანო იღებს თავის წილს თაყვანისცემაში.

التصنيفات

ლოცვის ფორმა